პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი უკრაინის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ნაადრევად მიიჩნევს. ეს განცხადება სიკორსკიმ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კომპრომისის ძიება უნდა გააგრძელოს, ვინაიდან უკრაინას ჯერ კდიევ აქვს საშუალება ევროკავშირში ინტეგრაცია მოახდინოს.
„მანამ ვიდრე დიდი მასშტაბებით სისხლი არ დაღვრილა და დაე იყოს ისე, რომ ეს არ მოხდეს კომპრომისის შესახებ უნდა ისაუბრო და მისკენ სწრაფვა უნდა მიდიოდეს", - აცხადებს სიკორსკი.
მისივე თქმით, ვიდრე არ არსებობს მსხვერპლი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძალადობა არ განმეორდეს",_ აცხადებს სიკორსკი.