პარტია „უდარი"-ს ლიდერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ „კომპრომისების გზა დაიხურა". ინფორმაციას ამის შესახბე უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენ ვგეგმავდით მოლაპარაკებებს იანუკოვიჩთან. მაგრამ ჩვენ მივხვდით, რომ მას არ სურს ხალხთან საუბარი და მხოლოდ ფიზიკური ძალის ესმის", _ განაცხადა კლიჩკომ კიევში მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით , ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
მისივე თქმით, შექმნილ პირობებში მთავრობის გადადგომა არაფრისმომცემი არ იქნება და ხელისუფლება მთლიანად უნდა შეიცვალოს.