თბილისი.25.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". სააფთიაქო ქსელ "პე-ეს-პე"-ს ერთ-ერთ აფთიაქზე თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ყაჩაღები აფთიაქში გუშინ საღამოს შეიჭრნენ.
თავდასხმა დიდ დიღომში მდებარე აფთიაქზე მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია, ყაჩაღობის შედეგად აფთიაქისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ვერსია ამ დრომდე არ ვრცელდება. მიმდინარეობს გამოძიება.