ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • კიევი ჟირინოვსკის ტერორისტთა მხარდაჭერაში ადანაშაულებს

    კიევი ჟირინოვსკის ტერორისტთა მხარდაჭერაში ადანაშაულებს

    რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ვლადიმერ ჟირინოვსკის უკრაინის გენერალური პროკურატურა ტერორისტების მხარდაჭერასი ადანაშაულებს. უწყების განმარტებით, რუსეთის მთავარი ლიბერალი ლუგანსკელ და დონეცკელ სეპარატისტებს აფინანსებდა. ამ მიზნით მან ორგანიზებული ჯგუფიც შექმნა, სადაც სახელმწიფო სათათბიროს დეპუტ...

    23 აგვისტო 2017, 19:05
  • რუნიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

    რუნიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

    ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. „ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ურთულესი იყო, მაგრამ დადგა დრო, ნაკრებს გამოვემშვიდობო,“-განაცხადა რუნიმ. ინგლისის ნაკრებში რუნის დებიუტი 2003 წელს შედგა. მან ნაკრების მაისურით 119 შეხვედრა ჩაატარა და 53 გოლი გაიტ...

    23 აგვისტო 2017, 19:00
  • დედოფლისწყარო-გამარჯვების მონაკვეთზე ხანძარი ლოკალიზებულია

    დედოფლისწყარო-გამარჯვების მონაკვეთზე ხანძარი ლოკალიზებულია

    ხანძარი იყო დედოფლისწყარო-გამარჯვების მონაკვეთზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 20 ჰა-ზე, ნაწვერალს (უკვე აღებული ხორბლის ნარჩენებს) მოეკიდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია 4 ჯგუფი- 20 მეხანძრე-მაშველი   და სახანძრო-ს...

    23 აგვისტო 2017, 18:56
  • ასტანის აეროპორტში რუსეთის მოქალაქე დააკავეს

    ასტანის აეროპორტში რუსეთის მოქალაქე დააკავეს

    ასტანის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის მოქალაქე დააკავეს. სანკტ-პეტერბურგელ ქალბატონს ბარგში 50 ტყვია აღმოაჩნდა. დაკავებული სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა. მას კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს და 361 ათასი ტენგეთი დააჯარიმეს.

    23 აგვისტო 2017, 18:38
  • ტაილანდში დენგეს ეპიდემია მძვინვარებს

    ტაილანდში დენგეს ეპიდემია მძვინვარებს

    ტაილანდში დენგეს ვირუსით 29 ატასი ადამიანია ინფიცირებული. ამის შესახებ ტროპიკული მედიცინის უნივერსიტეტი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ეპიდემიამ უკვე იმსხვერპლა 41 ადამიანი.  17 მათგანი15 წლამდე ასაკის იყო.

    23 აგვისტო 2017, 18:34
  • იტალიის მეფრინველეობის ფაბრიკებში ფიპრონილის გამოყენების შემთხვევები გამოავლინეს

    იტალიის მეფრინველეობის ფაბრიკებში ფიპრონილის გამოყენების შემთხვევები გამოავლინეს

    იტალიაში 90 ათასი ქათმის კვერცხი გაანადგურეს. ამის მიზეზი მეფრინველეობის ფაბრიკებში აკრძალული პრეპარატის, ფიპრონილის გამოყენება გახდა. კონფისკაციას დაექვემდებარა 30 ათასამდე სული ფრინველიც. ფიპრონილი მწერებისა და ტილების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება, თუმცა ევროკავშირი მის მოხმარებას კატეგორიულად კრძალავს....

    23 აგვისტო 2017, 18:30
  • ხანძრის ყველა კერაზე ვმუშაობთ, მიუხედავად გართულებული მეტეოროლოგიური პირობებისა - შს მინისტრი

    ხანძრის ყველა კერაზე ვმუშაობთ, მიუხედავად გართულებული მეტეოროლოგიური პირობებისა - შს მინისტრი

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში, მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, ხანძრის ყველა კერაზე მუშაობა აქტიურად გრძელდება. "ყველა კერაზე ვმუშაობთ მიუხედავად გართულებული მეტეოროლოგიური პირობებისა, ვხედავთ, რომ ძლიერი ქარია, ასეთი ქარი არც...

    23 აგვისტო 2017, 18:25
  • გერმანიაში ავტოკატასტროფის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა

    გერმანიაში ავტოკატასტროფის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა

    მასშტაბური ავტოკატასტროფა გერმანიაში. ქალაქ ოსნაბრიუკთან სამგზავრო ავტობუსი საგზაო ნაწილიდან გადავიდა და გადაყირავდა. ინციდენტის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა. მათი უმრავლესობა რუმინეთის მოქალაქეა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

    23 აგვისტო 2017, 18:25
  • ფეისბუკი დღეს შეფერხებით მუშაობდა

    ფეისბუკი დღეს შეფერხებით მუშაობდა

    სოციალურ ქსელ ფეისბუკის მომხმარებლებს დღეს საიტზე შესვლის პრობლემები შეექმნათ. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი  downdetector იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ფეისბუკი შეფერხებით მუშაობდა ბელგიაში, ჰოლანდიაში, პოლონეთში, გერმანიაში, ბრიტანეთში, დანიაში, იაპონიასა და ამერიკის კონტინენტის რამდენიმე ქვეყანაში, ა...

    23 აგვისტო 2017, 18:11
  • ისლამისტებმა ლიბიელ ჯარისკაცებს თავები მოჰკვეთეს

    ისლამისტებმა ლიბიელ ჯარისკაცებს თავები მოჰკვეთეს

    შემზარავი ინციდენტი ლიბიაში. ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების მებრძოლები თავს ეროვნული არმიის ჯარისკაცებს დაესხნენ. მათ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაატყვევეს და თავები მოჰკვეთეს. ისლამისტებმა სიკვდილით 9 ჯარისკაცი და 2 მშვიდობიანი მცხოვრები დასაჯეს. თავდასხმა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან 500 კილომეტრში განხორციელ...

    23 აგვისტო 2017, 18:05
  • როსტოვში ავტოკატასტროფის შედეგად 27 ადამიანი დაშავდა

    როსტოვში ავტოკატასტროფის შედეგად 27 ადამიანი დაშავდა

    მასშტაბური ავტოკატასტროფა როსტოვის ოლქში. სამგზავრო ავტობუსი ეგორლიკის ავტომაგისტრალზე მსუბუქ ავტომანქანებს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად 27 ადამიანი დასავდა. 3 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

    23 აგვისტო 2017, 18:05
  • დუშეთის სოფელ თვალივთან ცეცხლი კვლავ გაძლიერდა

    დუშეთის სოფელ თვალივთან ცეცხლი კვლავ გაძლიერდა

    დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ თვალივთან ახლოს იმ ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ხანძარი იყო, ცეცხლის პატარა კერები კვლავ გაჩნდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ნახანძრალი ტერიტორია დაახლოებით, 2 ჰექტარია და სწორედ აქ სავარაუდოდ, ქარის გამო დღეს ცეცხლის პატარა კერები წარმოიშვა. მათივე ინფორმაციით,&n...

    23 აგვისტო 2017, 18:04
  • რუსებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთა გაურთულეს

    რუსებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთა გაურთულეს

    უკრაინამ რუსეთთან სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა. ახალი რეგულაციით, საზღვრის გადაკვეთის უფლება რუსეთის იმ მოქალაქეებს მიეცემათ, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ. გარდა ამისა, მათ სპეციალურ ანკეტასაც შეავსებინებენ, სადაც საკუთარი პროფესია, სამუშაო ადგილი და ვიზიტის მიზანი უნდა მიუთითონ. უკრაინაში შესვლის მსურველებ...

    23 აგვისტო 2017, 18:01
  • საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს მადლობას უხდის

    საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს მადლობას უხდის

    საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ატენის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილე პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს მადლობას უხდის. „ქართველმა ჯარისკაცებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი სახით საქართველოს ჰყავს ერთგული შვილები, რომლებიც მზად არიან ნებ...

    23 აგვისტო 2017, 17:15
  • ქლუნებმა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში მილიონი დოლარი გადარიცხეს

    ქლუნებმა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში მილიონი დოლარი გადარიცხეს

    ჯორჯ და ამალია ქლუნების საქველმოქმედო ფონდმა რასიზმისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრში სოლიდური თანხა გადარიცხა. Southern Poverty Law Center-მა მილიონი დოლარი მიიღო. ცენტრი აშშ-ში 1,6 ათასამდე ექსტრემისტულ დაჯგუფებაზე აწარმოებს მონიტორინგს. გადაწყვეტილება ცოლ-ქმარმა ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში...

    23 აგვისტო 2017, 17:03