30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4274 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4184 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.9 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1-ელი სექტემბრიდან „უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები”ეტაპობრივად ამოქმედდება. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რეგულაცია ადგენს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექ...
იემენში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, წყალდიდობამ ქვეყანაში 18 ადამიანი იმსხვერპლა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ალ-მუკატარის რაიონს მიაყენა, სადაც აასობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.
3 სექტემბერს აჭარას ბელორუსიის რესპუბლიკის მოგილიოვის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმირ დომანევსკი და ამავე ოლქის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი გენადი ჩორნი სამთავრობო და ბიზნეს დელეგაციასთან ერთად ეწვევა. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, დაგეგმილია მათი მონაწილეობ...
თბილისში, დიდუბის მეტროსთან ახლოს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რკინიგზის ხაზთან ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.ხანძრის მასშტაბი, ჯერჯერობით, უცნობია.
აშშ-ის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე ცერემონიალზე, უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად საქართველოდან ანა ურუშაძის ფილმი,"საშიში დედა" გაიგზავნება. "საშიში დედა", რომელშიც მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს, აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრ...
უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტი მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა. მისივე თქმით, 2018 წელს თავდაცვაზე უკრაინა 162,7 მილიარდ გრივენს დახარჯავს.
2019 წლის იანვარში საქართველო მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს. დეტალების შესათანხმებლად და მასშტაბური კონგრესისთვის მზადყოფნის შესასწავლად ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მსოფლიო გიდების ასოციაციის ფედერაციის პრეზიდენტი და ბორდის სხვა წევრები იმყოფებიან. სტუმრები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებს, მა...
არ დარჩენილა საინფორმაციო საშუალება მსოფლიოში ამ მოვლენას, რომ არ შეხებოდა (სი-ენ-ენ-ი, ბი-ბი-სი, ასოშიეიტედ პრესი, როიტერსი, სკაი ნიუსი და სხვ.). სი-ენ-ენ-მა მთავარი გმირი მონათლა ახალი თიკუნითაც - „ადამიანი-დელფინი“. მსოფლიოს 2002 წლის 30 აგვისტოს მოედო სენსაციური ცნობა: ისტორიკოსმა 56 წლის ჰენრი კუპრაშვილმა,...
ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია მურღულია აცხადებს, რომ დემირელის კოლეჯში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ინფორმაცია ყალბდებოდა. საზოგადოებრივს გია მურღულიამ განუცხადა, ასევე რომ დემირელის კოლეჯში 361 ბავშვი სწავლობდა, სკოლის ჟურნალებში კი 476 მოსწავლეა რეგისტრირებული. ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი ...
ჟურნალმა Forbes-მა რუსეთის ყველაზე მდიდარი ოჯახების სია გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველ ადგილს გუცერიევების ოჯახი იკავებს. მათი ქონება 9,91 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მეორე ადგილზე 4,2 მილიარდით როტენბერგების ოჯახია, მესამე პოზიციაზე კი 2,7 მილიარდით ანანიევების ოჯახი გავიდა.
უკრაინელმა მოკრივემ ვლადიმერ კლიჩკომ წიგნი გამოსცა. პრეზენტაცია 29 აგვისტოს ბერლინში გაიმართა. კლიჩკოს ნაშრომი Challenge Management გერმანულ ენაზე გამოიცა. 41 წლის მოკრივემ სპორტული კარიერა უკვე დაასრულა. ის კორპორატიულ დიზაინში აპირებს მუშაობის გაგრძელებას.
1-7 სექტემბერს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში, გაიმართება რიგით მე-7 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი”, რომელსაც პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენლები დაესწრებიან და დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალებსა და მექანიზმებს გააცნობენ. ფესტივალმა, რომე...
მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ფრანგი ანჟელიკ დიუშმანი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. სპორტსმენმა ვარჯიშის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. მაისში დიუშმანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქტომბერში მორიგი ორთაბრძოლისთვის ემზადებოდა.
კიევში რუსი ჟურნალისტი გაიტაცეს. ამის შესახებ სააგენტო ,,რია ნოვოსტ" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ანა კურბატოვა დღეს დილით გაუჩინარდა. ორი დღის წინ რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი უკრაინულ საიტ „მირატვორეცის“ ბაზაში მოხვდა. ის ტენდენციური სიუჟეტების მომზადებაში დაადანაშაულეს. სხვა დეტალები ჯერჯერობ...