პირი, რომელმაც კიევში სავარაუდოდ თემურ მახაურის ავტომობილი ააფეთქა, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. „უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით, ამჟამად უკრაინელი სამართალდამცველები ვიდეოჩანაწერს სწავლობენ, სადაც ჩანს, როგორ აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუდგენელმა პირმა, 8 სექტემბერს კიევის ცენტრში ქართული ...
ჩერნოვცის პოლიციამ სააკაშვილის კორტეჟი გააჩერა. ამის შესახებ უკრაინული ტელეარხი 1+1 იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები ჯიპითა და ორი მანქანით 150 კილომეტრ-საათში სიჩქარით გადაადგილდებოდნენ, რის გამოც ისინი პატრულმა გააჩერა. ხანმოკლე საუბრის შემდეგ კორტეჟმა გზა განაგრძო. სამართალდამცველებ...
პირველად საქართველოში, საჯარო შესყიდვების თემაზე, მსოფლიო მასშტაბის ორი ფორუმი ჩატარდება. რიგით პირველ ფორუმს, რომლის სახელწოდებაა “რეგიონალური ფორუმი სამთავრობო შესყიდვებზე“, 19-22 სექტემბერს თბილისში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გამართავს. ამ ფორუმის თანაორგანიზატორია ევროპის რეკონსტრუქციისა და გა...
ახალციხეში ტანსაცმელების და ოქროს ნივთების მაღაზია გაძარცვეს. წაღებულია სეიფი, სადაც ოქროს ნივთები იყო მოთავსებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ძარცვის მუხლით დაიწყო.
პოლონეთში პოლიციამ 35 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც სატვირთო მატარებელი გაიტაცა. ინციდენტი ხოტომოვის რკინიგზის სადგურზე მოხდა, საიდანაც 23 ვაგონი გაუჩინარდა. გამტაცებელმა მემანქანე მატარებლიდან იარაღის მუქარით ჩამოსვა. სამართალდამცველებმა ის ლეგიონოვოს სადგურში აიყვანეს. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უ...
რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნების დაწყების გამო დასავლელი ლიდერებისა და ნატოს მაღალჩინოსნების შეშფოთებას მოსკოვში ეხმაურებიან. საგანგებო განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა ალექსეი პუშკოვმა გააკეთა. „ბელარუსში რუსული ჯარების ყოფნა ნატოს საქმე არ არის. შეერთებულ შტატებს თავადაც საკმარისი ჯარები ჰყავს გერ...
სირიის სახელისუფლო ძალებმა დეირ-ეზ-ზორის რაიონში სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეები დაიკავეს. არმიის შენაერთებმა ქარუმის რაიონი ისლამისტებისგან მთლიანად გაწმინდეს. ამჟამად მასირებული იერიში სარდის რაიონზე ხორციელდება. „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფება მძიმე დანაკარგებს განიცდის.
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ქვეყანა კრიზისში შევა. მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტო და შენიშვნების გათვალისწინება ბოლო შანსია. ,,პრეზიდენტის ვეტო და ბოლო შანსი მმართველ პარტიას! - ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის შეცვლას ...
"ლიბიაში დაკავებული ეკიპაჟის 11-ვე წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც ამჟამად გადაყვანილნი არიან ციხეში და მიმდინარეობს მოკვლევა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მათ გემ...
დიდ შესვენებებას ვაბრუნებთ იმიტომ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება წყნარად მიირთვან ვაშლი იქნება თუ სხვა საკვები, - აცხადებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. ..ჩვენ ვაბრუნებთ დიდ შესვენებებს, რომელიც ბოლო დროს შეკუმშული იყო. ეს გადაწყვეტილებაც მივიღეთ იმიტომ რომ წყნარად მირთმევის საშუალება ჰქონდ...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში თბილი ამინდი 21 სექტემბრამდე შენარჩუნდება. აღნიშნული განპირობებულია ქვეყნის სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებით. შავი ზღვის სანაპირო ზოლში დროგამოშვებით შესაძლოა იყოს ცვალებადი მოღრუბლულობა. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26–32 გრადუსი იქნება; დასავლეთ საქარ...
სროლა ერევანში. ქალაქის ცენტრში, ვერნისაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, თავდასხმა რესპუბლიკის მოედნის სიახლოვეს, სასტუმრო ტუფენკიანთან განხორციელდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ვინაობაც დგინდება. ცხედრის სიახლოვეს სამართალდამცველებმა კალაშნიკოვის...
ხვალიდან ისთ ფოინთში ერთგულის აქცია დაიწყება, რომლის ფარგლებშიც ბარათის მფლობელებს უამრავი სიახლე ელოდებათ. კერძოდ, გაორმაგებული ქულები ერთგულის ყველა პარტნიორთან ისთ ფოინთში, სპეციალური შეთავაზებები, საჩუქრები და გასართობი პროგრამა პატარებისთვის: სახის მოხატვა, თამაშები, ბამბის ფერადი ნ...
"ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი კონცერტის გადადების გამო", - ამის შესახებ ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. "დეივის სცენაზე გამოსვლა არ შეუძლია, თუმცა მალე დაგვიბრუნდება. ჩვენ კონცერტები შემდეგი წლისთვის გადავდეთ და საქართველოში ჩასვლას მოუთმენლად ველით. ასე რომ, ძალიან მალე შეგხვდებით...
რუსული საინფორმაცია სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორი გარდაცვლილი იპოვეს. 33 წლის იური ნიკიფოროვის ცხედარი მისმა მეუღლემ მოსკოვის ოლქში, საკუთარი სახლის ეზოში იპოვა. ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, ხოლო ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლადაა გადასვენებული. მ...