ნეპალში ძლიერი მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 344-ს მიაღწია. კიდევ 4 898 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის ადგილობრივი მცხოვრებლები და უცხოელები. მედიის ცნობით, განახლებული მონაცემები ნეპალის პოლიციამ 5 სექტემბერს გაავრცელა. Reuters-ის ცნობით, სტიქია 26 აგვისტოს ...
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიევზე დარტყმების სამი დღით შეჩერების ბრძანება გასცა. „პუტინმა გასცა მითითება, რომ დღეიდან, შუაღამიდან, სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები არ განხორციელდეს“, - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმ...
საქართველოში 7 სექტემბერს მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში – შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლე...
უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მიაწოდა, თუმცა მოსკოვს ამ შეთავაზებაზე პასუხი არ გაუცია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა უკრაინულ მედიას განუცხადა. ბუდანოვის თქმით, წინადადება მხოლოდ უკრაინაზე დარტყმების შეწყვეტას არ ი...
შეწყვიტეთ მოქალაქეების მოტყუება! აიღეთ პასუხისმგებლობა ერთწლიან ტყუილებზე, რომელმაც გააღარიბა ქართველი ხალხი და გააუქმეთ საწვავზე აქციზის გადასახადი დროებით!- ასე მიმართა „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა „ქართლი ოცნების“ ხელისუფლებას. მის...
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბრიანსკის ოლქში რუსულ რადიოლოკაციურ სადგურსა და რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსს დაარტყეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 სექტემბერს რუსეთის ბრიანსკის ოლქში რუსეთის სამხედრო ძალების რადიოლოკაციურ სადგურზე, რადიოელექტრონული ბრძოლის (РЭБ) კომპლექსსა და MESH-ქსელების რეტრანსლატო...
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ რუსული მედიის ინფორმაციით, ამერიკელი მომლაპარაკებლების სპეციალური ბორტი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. აეროპორტში უიტკოფსა და კუშნერს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთ...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ https://t.me/V_Zelenskiy_official/20706განაცხადა, რომ 5 სექტემბრის ღამეს რუსეთი მიზანმიმართულად დაესხა თავს კიევის (ჟულიანის) და ბორისპოლის აეროპორტებს. მისი თქმით, ეს დიდი ხნის განმავლობაში პირველად მოხდა. ზელენსკიმ ეს დარტყმები დაუკავშირა იმ განხილვებს, თ...
სპარსეთის ყურეში, ირანის ხარგის კუნძულის სიახლოვეს, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ნავთობტერმინალია განთავსებული, აფეთქებების ხმა ისმოდა. აფეთქებების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ამის შესახებ Reuters ირანის სააგენტო Fars-ზე დაყრდნობით წერს. Fars-ის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა კუნძულის მხრიდან ყურეში...
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას დაუჭირა მხარი, რის შედეგად რუკაზე ქვეყნებისა და კონტინენტების ზომები უფრო რეალურად იქნება ასახული. ამის შესახებ Associated Press იუწყება. ტოგოს ინიციატივით და აფრიკის კავშირის ქვეყნების მხარდაჭერით მომზადებულ რეზოლუციას მხარი 164-მა სახელმწიფომ დაუჭ...
თუშეთში ავარია მოხდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ომალოში, ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სწრაფად მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო წელს პირველად მონაწილეობს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou”. ამასთან, SIAL-ის ფორმატის საერთაშორისო გამოფენებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში უკვე ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი არასრულწლოვანი ამხილეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რ...
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე რუსეთის დარტყმის გამო რუსეთის ელჩს დაიბარებს. შენობა სლოვაკეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებასთან ახლოს მდებარეობს. ბლანარმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე რეაქტიული დრონ...
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 5 სექტემბრის ღამეს დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კამენსკოეში სამრეწველო საწარმოს დაარტყეს. თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ჰანჟას განცხადებით, დაშავებულთაგან სამი ...