"მინდა, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ წინა და ამ ხელისუფლების დროსაც პოლიტიკოსების და სტრუქტურების მხრიდან უწმინდესზე, საპატრიარქოზე და ეკლესიაზე თავდასხმის მცდელობებს ვხედავდით. ამან ყველაზე საშიში ფორმა "ქართული ოცნების" მმართველობის დროს მიიღო", - აცხადებს საზოგადოებრივი ...
ავსტრალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი დოლიძემ, ქ. მელბურნში საქართველოს საპატიო საკონსულოში, საქართველოს მიმზიდველი ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ბიზნეს, სავაჭრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ქ. მელბურნში აკრედიტებული დ...
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველი ფერმერები საფრანგეთში გამართულ, მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენას- Sommet DE L’avage-ს დაესწრნენ. ღონისძიება არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რათა ფერმერებმა მიიღონ ინფორმაცია აგროსფეროში არსებულ მიღწევებზე, მეცხოველეობის, საქონლის საკვები ...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 22 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით 9 საჯარო სხდომა გამართა და 268 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა შეეხებოდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსე...
პატრიარქმა უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა უსამართლოდ განმაყენა მღვდემთავრობიდან“, – თქვა მეუფე პეტრემ და აღნიშნა, რომ განყენებ...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საქართველოში შვედეთის ელჩთან, ულრიკ თიდესტრომთან ერთად, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე პარკში შვედეთ-საქართველოს მეგობრობის კუთხე გახსნა და სიმბოლურად ხე-მცენარეები დარგო. პარკში ამჟამად მასშტაბური რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის მ...
ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროცესში მსჯავრდებულები ჩაერთვებიან. პროექტი მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყება და ეს არის საჯარო სამსახურში პატიმრების დასაქმების პირველი პრეცედენტი. პროექტში მონაწილე მსჯავრდებულებს იუ...
წმინდა სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უშუამდგომლოს პრეზიდენტთან გათავისუფლების შესახებ, – ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა.
პატრიარქმა უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა უსამართლოდ განმაყენა მღვდემთავრობიდან“, – თქვა მეუფე პეტრემ. მისი თქმით, მისი მღვდელმთა...
"პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6, მე-11 პუნქტების შესაბამისად, 2019 წლის 31 ოქტომბრიდან იწყება კონკურსი საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურო...
„სექტემბერის თვის მაღალი ეკონომიკური ზრდა კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ, ეფექტიანმა რეფორმებმა და სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდამ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრ...
დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირზე, არაყიშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, ადგილზე ამჟამად გაზისა და წყლის კომპანიები ცვლიან მიწისქვეშა კომუნიკაციებს, რის შემდეგაც მოეწყობა სანიაღვრე და დაიგება ასფალტის ქვედა ფენა. „ვამთავრებთ ...
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის აკვატორიაში წყლის სინჯები აიღეს, რომელშიც ჰიდრო ქიმიური და ჰიდრობიოლოგ...
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance, პირველად ისტორიაში, თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკად აღიარა. ჯილდო ბანკმა 2019 წელს საუკეთესო ციფრული შესაძლებლობებისა და უახლესი ტექნოლოგიების მუდმივი განვითარებისთვის მიიღო. „ჩვენთვის...
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვან შვილთან გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული ს.ფ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 მაისს, ს.ფ.-მ მის 16 წელს მიუღწეველ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა....