ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე, - წერს სოციალურ ქსელში კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. "მივმართავ ქართულ ჯარს - სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუ...
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2025 წლის იანვარში სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, ის ბოლოს მოუღებს "ტრანსგენდერულ სიგიჟეს". "ჩემი პრეზიდენტობის დროს აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება ის, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მდედრობითი და მამრ...
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას პანამის არხზე აშშ-ის კონტროლის აღდგენა სურს. 21 დეკემბერს ტრამპმა პანამა დაადანაშაულა პანამის არხზე "უსამართლოდ" მაღალი ტარიფების დაწესებაში და მასზე აშშ-ის კონტროლის აღდგენით დაიმუქრა. არხი თამაშობს "გადამწყვეტ როლს ამერიკის...
ბიზნესის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში ხვდებიან. დახურული შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყო. ბიზნესმენებმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები გააკეთეს. “დაბარებული ვართ და მაინტერესებს, რა არის მათი პოზიცია. რა თქმა უნდა, აქ ჩვენი ყველას პოზიცია ის არის, რომ რაც გა...
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მწუხარებას გამოთქვამს 21 დეკემბერს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტ გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო" - წერს აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 21 დეკემბერს, საღამოს საათებში ჭავჭავაძ...
იმედს ვიტოვებ, ახალ წლამდე ბატონი ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, - ამის შესახებ კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. "გასულ კვირას ეუთო-ოდირის ოფისმა არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფართოდ იყო გამოყენებული...
22 დეკემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადშიმთავრობის საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. სერბეთში უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად, სულ მც...
უწყვეტმა პროტესტმა, რომელმაც ასობით ათას ადამიანს მოუყარა თავი, უკვე ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, ნებისმიერი გარე რეაქცია და მხარდაჭერა მეგობარი ქვეყნებისგან და საერ...
კარგია, რომ არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ეს არის ქართველი ხალხის ნების აღიარება, რომელიც არჩევნების შედეგად გამოიხატა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა. გორდულაძე გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მართა კოსის განცხად...
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ 2025 წლის 20 იანვარს მისი ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებს ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას. ინფორმაციას New York Post ავრცელებს. „ოვალურ კაბინეტში ჩემს პირველივე დღეს, მე მოვაწერ ხელს ისტორიულ აღმასრულებელ ბრძანებებს, რათა დავკეტ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარი ჯარიმა მომისაჯა“, - დაწერა სოციალურ ქსელში გვარამიამ. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს 27 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებიან. საქმე სანქცირებულ მოსა...
ივანიშვილი სასახლეში არ მივა, არ ვარ ოპტიმისტი, ამ თვალსაზრისით, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ “ტვ პირველს” განუცხადა. „არ ვარ ოპტიმისტი, ამ თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილი ამას არ იზამს [პრეზიდენტის სასახლეში არ მივა]. ამ ყ...
ოთხი ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნას უერთდებიან. მათი თქმით, ახალი არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს, პირობებზე შეთანხმება კი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეშვეობით უნდა მოხდეს. "ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოო დაადასტურა, ...
სალომე ზურაბიშვილის განცხადება ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების 29 დეკემბრამდე ჩანიშვნაზე, მაფიქრებინებს, რომ ის ცხოვრობს პარალელურ სამყაროში, სადაც არჩევნები გაყალბდა და ინსტიტუტები, კონსტიტუცია არ არსებობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა. „რ...
ნიუ იორკის მეტროში უცნობმა კაცმა ერთ-ერთ მგზავრს ცეცხლი წაუკიდა. ქალი ადგილზე დაიღუპა. იუწყება CNN ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის თქმით, ქალი, რომლის იდენტიფიცირებაც ჯერ არ მომხდარა, უმოძრაოდ იჯდა მატარებელში, როდესაც უცნობი მამაკაცი მას მიუახლოვდა და სანთებელიით ტანსაცმელზე ცეცხლი წაუკიდა. პოლიციაში აც...