თბილისში ქალების მარში მიმდინარეობს. ქალები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და ახლა მსვლელობით პარლამენტთან მიდიან. აქციის მონაწილეები ითხოვენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნების თარიღი.
ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს! - წერს ანსამბლი "ერისიონი" სოციალურ ქსელში. როგორც "ერისიონის" განცხადებაშია ნათქვამი, ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო - ყველაზე არაქ...
რუსულმა ტელეგრამარხებმა გაავრცელეს ვიდეო ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის სალონიდან, რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნისთანავე არის გადაღებული. თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ყაზახეთში, აქტაუს მახლობლად განიცადა. ვიდეო თვითმფრინავის ერთ-ერთმა მგზავრმა სუბხონკულ რახიმოვმა გადაიღო. Mash-სა დ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა. როგორც პრემიერ-მინისტრი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი დგას მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით. „...
რომის პაპმა ფრანცისკემ 25 დეკემბერს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თავის ტრადიციულ გზავნილში გაიხსენა უკრაინის ომი და მოუწოდა მის დასრულებისა და სამართლიან მშვიდობაზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ. პაპმა საშობაო გზავნილიდან ორი წინადადება მიუძღვნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიას. ...
მიხეილ სააკაშვილი არის მავნებელი, ან გაუთიშონ ინტერნეტი, ან გადაიყვანონ ციხეში, რადგან ფაქტია, თავს კარგად გრძნობს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. „მიხეილ სააკაშვილი არის მავნებელი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მავნებლობს, ...
პროკურატურის განცხადებით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა. "შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 14 წლის ბრალდებულმა 16 წლის არასრულწლოვანს განზრახ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს. "ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით! დღეს, როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა და კურთხევა! ...
25 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 0.11 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8130 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.20 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირე...
გარემოს ეროვნული სააგენტო 26-28 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 26-27 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 28 დეკემბერს კი ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. „თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია ...
ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "მთავარი არხი" დატოვა. ინფორმაციას ჟორჟოლიანი "რადიო თავისუფლებასთან" ადასუტრებს. მისი თქმით, გეგმავს სხვა ოპოზიციურ არხზე გადასვლას, რისთვისაც მოლაპარაკებებს მართავს როგორც ტელეკომპანია "ფორმულასთან", ისე ტელეკომპანია "პირველთან". "ზუკა [გუმბარიძესაც] შევხ...
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონს პანამის არხის გამოყენებისთვის მაღალი ტარიფები აქვს დაწესებული, უსაფუძვლოა და შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ნათქვამია Wall Street Journal-ის სარედაქციო სტატიაში. "ტრამპის მტკიცებას, რომ პანამა ამერიკელებს ა...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, უპრეცედენტოდ გაზრდილია. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტის მოცულობა 2 მილიარდ 455 მლნ ლარს შეადგენს. „გუშინ საკრებულოში გვქონდა შეკრება, სადაც თბილისის მო...
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. სანდუს ცნობით, რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. "მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნები შობას აღნიშნავენ, კრემლი ირჩევს ნგრევას – თავს ესხმის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და არღვევს მ...
აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიგრანტების რეკორდული რაოდენობის დეპორტაცია მოახდინა. ანგარიშის თანახმად, 2024 წელს განხორციელდა 270 000-ზე ადამიანის დეპორტაცია 192 ქვეყანაში, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი წლიური მაჩ...