გალაკტიონის ხიდთან ნიღბიანი პოლიციელები გამოჩნდნენ. საპოლიციო ძალები მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილზე დგომის საშუალებას არ აძლევენ. „დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, - მოქალქეებმა გალაკტიონის ხიდზე ბანერები გადმოფინეს. მოქალაქეები დღეს თბილისი...
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15:44 საათზე ქალაქ დმანისიდან 14 კმ-ში, სოფელ სოღუთლოსთან 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
მოქალაქეებმა "ერთობის ჯაჭვი" მშვიდობის ხიდზე გააბეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას. ამ წუთებში პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა. ფოტო: ტაბულა...
მეტეოსადგურზე, ზღვის დონიდან 3 676 მეტრზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ჯაჭვი გააკეთეს. ფოტო: ლევან მოსაშვილი
სანამ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ყოყმანობენ და საუბრობენ, აშშ ახორციელებს ზომებს საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე თავდასხმის წინააღმდეგ - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის წი...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმ...
გმირთა მოედნიდან თამარ მეფის ხიდის ბოლომდე მოქალაქეებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული, თამარ მეფის გამზირზე გადაიკეტა ორმხრივი მოძრაობა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას. ამ წუთებში პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მე...
თბილისში, მეტეხის ხიდიზე მოქალაქეები ჯაჭვში ჩასაბმელად შეიკრიბნენ. მოქალაქეები, გეგმავენ, რომ ერთობის ჯაჭვი მშვიდობის ხიდამდე გადაჭიმონ. ამ წუთებში პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა.
"ერთობის ჯაჭვს" სალომე ზურაბიშვილიც უერთდება. საქართველოს პრეზიდენტი საყოველთაო აქციას ზაარბრიუკენის ხიდზე შეუერთდება. პრეზიდენტს გზად მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. დღეს საქართველოსთვის ერთობის ჯაჭვი გაკეთდება - 15:00 საათზე, ცოცხალი ჯაჭვი თბილისში, რეგიონებსა და მსო...
ლიეტუველი ევროპარლამენტარის დაინიუს ჟალიმასის თქმით, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღებას ერთსულოვნება სჭირდება. ის ფიქრობს, რომ ამას დრო დასჭირდება, მაგრამ გარდაუვალია, განსაკუთრებით აშშ-ის მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ. მან ოპოზიციასთან შეხვედრის შემდ...
ევროპაში მათი ადგილის შესახებ ქართველი ხალხის მოთხოვნებს ლატვია მხარს სრულად უჭერს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს. “დღეს, თავისუფლების, დემოკრატიისა და თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ქართველები ადამიანების ჯაჭვს ქმნიან. ისინი საქართველ...
არჩევნები მოიპარეს, გააყალბეს და ჩატარდა რუსეთის გავლენის ქვეშ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. "ჩვენ აქ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ვიმყოფებით, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავში...
ოპოზიციური პარტიების ლიდერები პოლონელ და ლიეტუველ ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავენ. საქართველოში ჩამოსული დანიუს ზალიმასი და მიხალ ვავრიკიევიჩი ხელისუფლების ოპონენტებთან დახურულ კარს მიღმა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკად ცემასა და წამ...
ისრაელში განთავსებულმა ამერიკულმა THAAD-ის ანტიბალისტიკური სარაკეტო თავდაცვითი სისტემამ 27 დეკემბერს პირველად ჩამოაგდო იემენიდან ჰუსიტების მიერ ისრაელის მიმართულებით გასროლილი ბალისტიკური რაკეტები. იუწყება Reuters როგორც გამოცემის წყარომ აღნიშნავს, აშშ-ის მოწინავე სამხედრო სარაკეტო თავდაცვის სისტემა გამოიყე...
ევროპულმა ქვეყნებმა მაგალითი უნდა აიღონ ბალტიის ქვეყნებისა და აშშ-სგან და ბიძინა ივანიშვილსა და ძალაუფლების სხვა მიმტაცებლებს სანქციები დაუწესონ, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი X-ზე წერს. "დღე 31. ქართველები ევროპასთან არიან და არა...