ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას. ამჯერად, ბანკი მომხმარებლებს როგორც პირადი, ასევე ბიზნეს მიზნებისთვის საგაზაფხულო აქციას სთავაზობს. სამომხმარებლო სესხებზე საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში, ახალი სესხის აღების ან სესხის სხვა...
დღეს, "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. პარტიის ინფორმაციით, სხდომა 11:00 საათზე , "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შედგება.
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო. 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან. I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც, თავის მხრივ, ბავშვს განა...
უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოშია. ცნობილი ხდება, რომ დღეს 15:00 საათზე იგორ დოლგოვი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ელჩი მედიასთან მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ მარტს საქართველოდან გაიწვია.
"უკრაინაში რუსეთის შეჭრა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია", - BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, პენტაგონის ანონიმურ ბრიფინგზე გაკეთდა. პენტაგონის განცხადების თანახმად, რუსეთის წინსვლა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია. ზოგიერთ შ...
გამოცემა Bellingcat-ის გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი "ნავალნი Live"-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთს ჩაეშალა უკრაინის ოკუპაციის გეგმა. ახლა კრემლში პანიკაა, რადგან გეგმა "ბ" არ არსებობს. ელიტა ღიად ამბობს, რომ რუსეთს გიჟური კურსი აქვს და ომი უნდა დაასრულოს, სპე...
14 მარტს, საღამოს, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გადაცემა "ვრემიას" ეთერში, რომელსაც ჟურნალისტი ეკატერინე ანდრეევა უძღვებოდა, რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა შევიდა, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: "არა ომს. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. თქვენ აქ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ&qu...
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დუმას წარუდგინა კანონპროექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. იუწყება "ინტერფაქსი". "შეთანხმებას" ხელი 2021 წლის 20 სეტქებერს მოეწერა, რომლის თანახმად, ერთი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია გამარტივებული წესით მიიღოს &q...
უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოში. ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა. ტელეკომპანიამ იგორ დოლგოვი, ელჩის საცხოვრებელ რეზიდენციასთან დააფიქსირა. "ეს არის კერძო რეზიდენცია და გთხოვთ დაიცვათ წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში დავრეკავ პოლიციაში", - უთხრა ტელეკომპანიას იგორ დოლგოვმა. ჯერ...
ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა შეათანხმეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი. სანქციები, რომლის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება, სავარაუდოდ, მიზანში ამოიღებს რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ ან მონაწილეობენ უკრაინაში რუსეთის აგრესიაში. ამასთა...
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და 72 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება უბრძანა. "სლოვაკეთის სადაზვერვო სამსახურების მოხსენების საფუძველზე, სლოვაკეთის რესპუბლიკამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება სლოვაკეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს სამი თანამშრომლი...
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 16 მარტს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ ნათქვამია წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსისა და სენატის უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შუმერის ერთობლივ განცხადებაში. პელოსისა და შუმერის განცხადებით, ვირტუალური მიმართვა ადგილობრივი დროით დილის 09:00 სა...
რუსმა იკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს. ინფორმციას უკრაინული კომპანია "ენერგოატომი" ავრცელებს. "ენერგოატომის" პრესსამსახურის ცნობით, რუსმა სამხედროებმა საბრძოლო მასალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის №1 ენერგობლოკთან და სასწავლო ცენტრთა...
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში განვითარებულ პროცესებზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და შედეგად შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარე...
მეცნიერებმა, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი. მისი თქმით, მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომ ახალი ვარიანტი, სულ მცირე, 17 პაციენტში დააფიქსირეს - აშშ-სა და ევროპაში. აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში, - თქვა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის...