თბილისში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება გააპროტესტეს. სოლიდარობის მარში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირისკენ გაგრძელდა. მოქალაქეთა ნაწილმა "მთავარი არხის" შენობასთან გადაინაცვლა. საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის წარდგენის ...
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბ...
,,ვინც დღეს ჟრიამულით და ნიშნის მოგებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას - კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საკუთარი გაფუჭებული ურჩევნია სხვის გაკეთებულს,” - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ვიცი-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრი და ნატოს ...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს, 18 მაისს განაცხადა, რომ საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის საელჩოების თანამშრომლები ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება უბრძანა. უწყების განცხადებით, საპასუხო ზომების ფარგლებში რუსეთში საფრანგეთის დიპლომატიური მისიის 34 თანამშრომელი ნონ გრატად გამოაცხადა. ...
18 მაისს ნატოს ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბნენ შვედეთისა და ფინეთის ალიანსში შესვლის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ თურქეთის წინააღმდეგობების გამო, კენჭისყრა ვერ ჩაატარეს. იუწყება Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით. როგორც იუწყებიან, მოგვიანებით, თურქეთის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ...
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე თბილისშია - ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. "ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოები...
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსს და სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკითხებში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მიერ მ...
ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრაზე მიმოიხილეს უსაფრთხოების საკითხები, საქართველოსა და ალიანსს შორის გაძლიერებული პარტნ...
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. შეხვედრა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურებმა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თ...
ნატო-ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი- ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს "ნატო-ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრე...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ...
"ბატონი მიხეილი აგრძელებს დაკვირვების რეჟიმში ყოფნას თერაპიულ განყოფილებაში. დღეს მოწვეული გვყავდა ფსიქიატრთა ჯგუფი, ჩაუტარდა კვლევები და გუშინ სრული კომპიუტერული ტომოგრაფია", - ამის შესახებ კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი ნინო ნადირაძე მედიასთან საუბრობს და საქართველოზე მესამე პრეზიდენ...
18 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9442 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9654 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.12 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0973 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1181 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილე...
რუსი სამხედრო ვადიმ შიშიმარინი, რომელსაც უკრაინის პროკურატურა უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში ადანაშაულებს, სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა. იუწყებიან ჟურნალისტები, რომლებიც პროცესს ესწრებიან. ეს არის პირველი სასამართლო პროცესი, რომელზეც რუსი სამხედროს მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ ომის დანაშაულებს განიხილ...