საქართველომ ნატოს კრიტერიუმები რომ დააკმაყოფილოს, ალიანსის წევრი გახდება. ეს განცხადება მოსკოვში ნატოს საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელმა რობერტ პშელმა გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება დამოკიდებულია მის მიერ ალიანსის კრიტერიუმების შესრულებაზე. პშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს ნატოს ბუ...
საფრანგეთის პოლიციამ 17 წლის მოზარდი, რომელმაც ბაგა-ბაღში ბავშვები მძევლად აიყვანა, დააკავა. ჯერჯერობით დეტალები არ კონტროლდება. როგორც BBC იუწყება, მოზარდი ფსიქიკურად გაუწონასწორებულია. ბაღში ის რამდენიმე საათის წინ ორი ხმლით შეიჭრა. კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ დაატყვევა ბავშვები, ჯერჯერობით ...
"რეფერალური ჰოსპიტალის" მფლობელი პოლონური საინვესტიციო კომპანია "დევანი" სამი წლის განმავლობაში საქართველოში 3 მლნ. ევროს ინვესტიციას განახორციელებს. როგორც დღეს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ანდრია რუშაძემ სასტუმრო "რედისონში" გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ჯანდაცვის სექტორში ევ...
ავლაბარში თვითმკვლელობა მოხდა. ნიავის ქუჩა 18 ნომერში მცხოვრებმა, 26 წლის რომა მირზოიანმა საკუთარ ბინაში თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის ცხედარი ბინაში ძმამ იპოვა. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მოკვლევას პოლიციის კრიმინალური სამსახური აწარმოებს.
ხვალ, 14 დეკემბერს, ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო ჯარის ორი სამხედრო ქალაქი გაიხსნება. "მუგუთის დასახლებულ პუნქტში და ზნაურის რაიონის სოფელ ზივლეთში სამხრეთ ოსეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველოს ორი სამხედრო ქალაქი გაიხსნება", _ ინფორმაციას ამის შესახებ ცხინვალის რ...
ირანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაქი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის ბრძანებას მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ხელი უკვე მოაწერა. ოფიციალურ ინფორმაციის ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მოთაქის გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება. აღსანიშნავია, რომ მანუჩარ მოთა...
16 დეკემბერს, 19:00 საათზე, გაიხსნება ახალი გალერეა art-east. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ნანა ზაალიშვილის პირადი კოლექცია და თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ღონისძიების მასპინძლები არიან კოლექციონერები იკა ბოკუჩავა და თათული დანელია. გალერეა art-east -ში. გარდა მხატვრული ექსპოზიციებისა, დაგეგმ...
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ჩიორა თაქთაქიშვილი, მოადგილედ კი კახაბერ ანჯაფარიძე დაინიშნებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდიული კომიტეტი ინიციატივით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა. ამასთან, კიდევ ერთი ცვლილებით, ლაშა თორდია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ადამ...
საინიციატივო ჯგუფის მიერ მედიის შესახებ მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით, შესაძლოა, 17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე გავიდეს. შესაბამისი წინადადებით დეპუტატებს "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიმართა და აღნიშნულ კონტექსტში კომიტეტებს ს...
ხვალ, 14 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აფხაზი აკადემიკოსის, ლორიკ მარშანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაზე მიმოხილული იქნება ლორიკ მარშანიას შეხედულებები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ, მისი პოლიტიკური, პიროვნული და მოქალაქეობრივი პოზიციები, აგრეთვე მისი ...
"ქართული პარტიის" მტკიცებით, ცალკეულ მედიასაშუალებებში პარტიისა და მისი ცალკეული ლიდერების წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს. როგორც "ქართული პარტიაში" აცხადებენ, ეს კამპანია სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ დაკვეთას წარმოადგენს და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზორიენტაციას და ოპოზიციის ლიდერების...
კომპანია "გუდვილი" 2011 წლიდან მომხმარებლებს ინტერნეტმაღაზიას შესთავაზებს. პროექტის სახელწოდებაა "Goodwill Delivery", მისით სარგებლობა კი მთელი საქართველოს მაშტაბით იქნება შესაძლებელი. ახალი პროექტი ერთობლივად ხორციელდება "გუდვილმა" და გადამზიდავმა კომპანია DHL City Express-მა პარტ...
15 დეკემბერს, 13:00 საათზე, ევროპის სახლში გაიმართება კოალიცია ევროპული საქართველოსთვის მანიფესტის ხელმოწერის ცერემონია. ცერემონიას ევროპელი დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. შეგახსენებთ, რომ კოალიცია ევროპული საქართველოსთვის არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომელიც ქვეყანაში ფუნდამენტური ევროპუ...
2011 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს, ბელორუსის, მოლდოვის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები პოლონეთში მუშაობას მუშაობის უფლების ქონის გარეშე შეძლებენ. პოლონეთის შრომის მინისტრმა იოლანტა ფედაკის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები პოლონეთში მუშაობას მხოლოდ დამსაქმებლის მიერ გაცემ...
19 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიება მიზნად ისახავს ადგილობრივი ჩაის მწარმოებელი კომპანიების პოპუ...