საფრანგეთის პოლიციამ 17 წლის მოზარდი, რომელმაც ბაგა-ბაღში ბავშვები მძევლად აიყვანა, დააკავა.
ჯერჯერობით დეტალები არ კონტროლდება. როგორც BBC იუწყება, მოზარდი ფსიქიკურად გაუწონასწორებულია.
ბაღში ის რამდენიმე საათის წინ ორი ხმლით შეიჭრა. კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ დაატყვევა ბავშვები, ჯერჯერობით არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის მოზარდმა საბავშვო ბაღში 15 ბავშვი აიყვანა მძევლად.