ირანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაქი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
შესაბამის ბრძანებას მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ხელი უკვე მოაწერა. ოფიციალურ ინფორმაციის ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოთაქის გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება.
აღსანიშნავია, რომ მანუჩარ მოთაქი ირანის საგარეო უწყებას 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა. ახალი მინისტრის დანიშვნამდე სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობას ლეკპერ შალეჰი შეასრულებს.