აჭარა საგადასახადაო კოდექში ცვლილებებს ითხოვს, რომლის მიხედვითაც რეგიონში ინვესტირების მსურველებს, გარკვეული საგადასახადო შეღავათები დაუწესდება. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი აჭარის მთავრობას უკვე მზად აქვს და უახლოეს დღეებში პროექტს ცენტრალურ ხელისუფლებას წარუდგენს, რომელიც...
გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე VIII-IX საუკუნეების ყველაწმინდის ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დაიწყება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ რეაბილიტაციის პირველი ეტაპისთვის 100 ათასი ლარი გამოყო. „პირველ ეტაპზე ეკლესიის საძირკვლის და კედლების გამაგრებითი სა...
ნატომ საჰაერო დარტყმის გამო, რომლის შედეგადაც 13 მეამბოხე დაიღუპა, ლიბიელ მემბოხეებს ბოდიში მოუხადა . ინფორმაციას ბრიტანული არხი "სქაი ნიუსი" ამბოხებულთა გენშტაბის ხელმძღვანელზე აბდელ ფატახ იუნისზე დაყრდნობით ავრცელებს. დეტალური ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ქალაქ აჯაბიას ჰოსპიტალიდან...
2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიწლის განმავლობაში ცვლილებები, შესაძლოა, კიდევ შევიდეს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომის დაწყების წინ განაცხადა "ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა სწრაფი ტემპებით ვითარდება და ამის გათვალისწინებით შესაძლოა ბიუჯეტის გადახედვა კი...
უკრაინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილებად მიიჩნევს, ვინაიდან ისინი ასეთებად არიან აღიარებულნი მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსტანტინე გრიცენკომ გააკეთა. "უკრაინა არ აპირებს "ამბოხებული რესპუბლიკების" დამოუ...
საქართველოში შიდსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც შიდსის ცენტრში აცხადებენ, პაციენტის დაღუპვის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა. აივ ინფექციის მატარებელმა მამაკაცმა ექიმს დაავადების ბოლო სტადიაზე მიმართა, რის გამოც პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ლეტალური შედეგის მიზეზი ყველაზე ხშ...
რძის პროდუქტების ბაზარზე ახალი ბრენდი „ფაქიზო" გამოჩნდა, რომლის რეალიზაციას საწყის ეტაპზე მხოლოდ დასავლეთ საქართველოში მოხდება.სს „კაუკაზუს აგროდეველოფმენთის" (კად) ინფორმაციით, მისმა შვილობილმა კომპანიამ სს „უნიფარმმა" "ფაქიზოს" ბრენდით რძის პროდუქტების გამოშვება დაიწყო. კომპანია მომხმა...
საქართველო და მალაიზია სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში ითანამშრომლებენ, ამის შესახებ განცხადება მალაიზიის სახელმწიფო მინისტრმა, მუჰამედ ალი რუსტამმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მალაიზიის სახელმწიფო მინისტრის თქმით, მალაიზია მზადაა საქართველოსთან ითანამშრომლოს...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ინვესტიციების მოზიდვას უკვე ხორვატიიდან გეგმავს. ბოსნია-ჰერცოგოვინაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ვერა ქობალია, ხორვატიის ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შეხვდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველო და ხორვატია ერთობლივ ჯგუფებს შექმნიან, რომლებიც სხვადასხვა ეკონომიკური ხე...
კონგოში დაღუპულ საქართველოს მოქალაქეებს სამშოვბლოში დღეს გადმოასვენებენ. "ქრონიკის" ინფორმაციით, სპეციალური რეისი 18:00 საათზეა დანიშნული. თუმცა არ არის გამორიცხული ფრენა გადაიდოს. "აირზენას" წარმომადგენლები ეკიპაჟის დაღუპული წევრების გადმოსასვენებლად საჭირო დოკუმენტებს ამ დრომდე აგრო...
უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. გოჩა კევლიშვლი იგივე "გოჩა რუსთავსკი" კრიმინალურმა პოლიციამ ზაპოროჟიეს ოლქში აიყვანეს. უკრაინელი სამართალდამცავების ინფორმაციით, ქართველი "კანონიერი ქურდი" ქვეყნის რეგიონების კრიმინალურ ბანდებს ხელმძღვანელობდა. მის საბრალდებო დასკვნა...
რადიო "სვაბოდას" რადიოს რედაქცია იუწყება, რომ მათთან რედაქციაში იმარატ კავკაზის ამირმა, რუსეთის მიერ გარდაცვლად გამოცხადებულმა დოკუ უმაროვმა დარეკა და თავისი გარდაცვალება უარყო. მათივე ინფორმაციით, უმაროვმა განაცხადა, რომ "ის კარგადაა და მოსკოვი ყველა განცხადება მისი ლიკვიდირების შესახებ ს...
ქარელის რაიონის სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. დღის წესრიგში სულ ათი საკითი იყო განსახილველი. შეხვედრაზე ოსმა სეპარატისტებმა საზღვრიპირა რაიონებში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების მოქმედებაზე გაამახვილეს ყურადღება. მოლაპარაკებებზე ოსური დე...
კოსოვოს ახალი პრეზიდენტი მანდილოსანი ატიფეტა იახიაგა გახდა, რომელსაც თვითაღიარებული რესპუბლიკის პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა. "ევრონიუსის" ინფორმაციით, პრიშტინაში ხმის მიცემის დროს მის კანდიდატურას პარლამენტის 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 დეპუტატმა კი სხვა კანდიდატურის_სუზან ნოვო...
აჭარაში ინვესტიციების მოცულობა უმნიშვნელოდ, 0,5 %-ით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2011 წლის იანვარ-მარტში აჭარაში 37 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მაშინ როდესაც 2010 წლის პირველ კვარტალში, რეგიონში 36,8 მლნ. დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს"...