კეტრინ ზეტა-ჯონსი ფილმში, სახელწოდებით "Rock of Ages" მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ "The Hollywood Reporter"-ი იტყობინება. სიუჟეტი ბროდვეის მიუზიკლზეა აგებული, ახალგაზრდა როკ-მუსიკოსი და მისი მეგობარი გოგონა ლოს-ანჯელესში ჩადიან, რათა საკუთარი ოცნება განახორციელონ. დადგმა გასული საუკუნის 8...
კომპანია Facebook-ის ოფისში სტუმრობისას ბარაკ ობამამ მის ხელმძღვანელ მარკ ცუკერმანის შესახებ იხუმრა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იტყობინება. პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ მსხვილი სოციალური ქსელის შექმნელი ამერიკის ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდის. შეძლებული ადამიანებისთვის გადასახადების მომატების პროექტის განხილვისას კი,...
კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უახლოესი ორი წლის განმავლობაში კანადა იმ ქვეყნების სიას მიემატება, რომლებიც პლასტიკურ კუპიურებს უშვებენ. თხელი პოლიმერული პლასტიკური ბარათი ერთდროულად რამდენიმე უპირატესობას ფლობს. პრაქტიკულად, მისი გაყალბება შეუძლებელია, იგი 4-5-ჯერ უფრო ხანგრძლივვადიანია და ქაღალ...
ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა საკუთარი ხალხის წინაშე რადიომიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში ძალადობასა და მკვლელობას ვეღარ მოითმენს. მისი თქმით, პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ჩრდილოეთ ნიგერიაში მოწყობილი არეულობის ყველა მონაწილე მთელი სიმკაცრით დაისჯება. ჯონათანის თქმით, იმისთვის, რომ მკვლელ...
"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ კანონში ცვლილებები ოპოზიციისკენ მიმართული არ არის", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ღიბრაძემ განუცხადა. "ეს არ არის პოლიტიკური თემა ოპოზიციისკენ მიმართებაში და რატომ მოხდა ...
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის 330 ჰექტარზე ტურისტული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის ~იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ~ კანონში. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია მხუროშვილი განმარტავს, კანონპროექტის მიზანია ნა...
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მირონის კურთხევის შემდეგ მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ მიმართა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, მირონის კურთხევით საქართველომ დიდი სულიერი სიმდიდრე შეიძინა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულ...
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, შესაძლოა, ლიბიელ ოპოზიციონერთა მიწვევა მიიღოს და ქალაქ ბენგაზს ეწვიოს, სადაც მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეები არიან განლაგებულნი. ამის შესახებ ფრანგული პრესა იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ბენგაზში მიწვევა სარკოზიმ ამბოხებულთა მიერ შექმნილი ნაციონალუ...
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ლიბიაში სახმელეთო ოპერაციის განხორციელებას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოყვეს. "შეშფოთებულნი ვართ, ლიბიაში მოვლენების განვითარებით, ეს აშკარა ჩათრევაა მსოფლიო კონფლიქტში და იგი შეიძლება სერიოზული შედეგებით დასრულდეს", _ განაცხადა სერგე...
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობა წლის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა დარსალიამ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტი არ არის ერთადერთი, რომელიც უსაფრთხოების პოლიტიკას არეგულირებს და ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოების თემა უფ...
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში გაწერილი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს 10-15 წელში რუსეთის ორბიტაზე დააბრუნებს. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ექსპერტმა მიხეილ თავხელიძემ დოკუმენტის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ეკონომიკურ უსა...
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ დასავლეთი ბელორუსის საშინაო საქმეებში პირდაპირი ჩარევისათვის ემზადება. "გასული წლის ბოლოსა და მიმდინარე წლის დასაწყისში მომხდარი მოვლენების ანალიზი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოს წელში მოხრა უნდათ", _ განაცხადა დღეს ლუკაშენკომ ბე...
თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური წრეების წარმომადგენლებს - მეცნიერებს, არქიტექტორებს, ურბანისტებსა და ექსპერტებს შეხვდა. უგულავამ სტუმრებს მერიის პროექტის - "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" - ახალი ეტაპი გააცნო და პროგრამის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმ...
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის ვარაუდით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასა და "რვიანს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. "რვიანის" ფორმატის მოლაპარაკება, რომელსაც მე ცოტა გაზვიადებულად "ისტორიულს" ვუწოდებ, წარმატებით უნდა დამთავრ...
არასამთავრობო სექტორი განათლების სფეროს დეცენტრალიზაციასა ითხოვს. როგორც დღეს, პარლამენტში ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტის განახლებული რედაქციის განხილვის დროს არასამთავრობო სექტორი წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აუცილებელია დოკუმენტში განათლებას განსაკუთრებული პრ...