2010 წლის ივლისიდან დაწყებული წლიური ინფლაციის მატების ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდა, რაც მნიშვნელოვნად იყო განპირობებული მსოფლიო ბაზრებზე ფასების მკვეთრი მატებით. სებ-ის 2010 წლის ანგარიშში წერია, რომ 2010 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 11.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია 7.1 პროცენტს გაუტოლდა. ...
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, კარლ ბილდტს ქართველი კოლეგა გრიგოლ ვაშაძე მიიღებს, თუმცა იქამდე შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართელოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს შეამკობს გვირგვინ...
2010 წელს საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ გამოვიდა რეცესიის მდგომარეობიდან, არამედ ზრდა დაფიქსირდა კრიზისამდელ პერიოდთან შედარებითაც კი, ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2010 წლის ანგარიშშია ნათქვამი. სებ-ის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური მატების წლიურმა მაჩვენებელმა 6.4 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელო...
დღეს, 15 ივნისს, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II ნინოწმინდას ეწვევა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოდან აცნობეს, ქალაქის ცენტრში ის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება; ესტუმრება ხოჯაბეგის სურბ სარგისის სახელობის ეკლესიას, მოინახულებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლს. დღესვე სომხეთი...
დღეს ლომისობაა. ქართული სამოციქულო ეკლესია ლომისობას აღდგომიდან მე-7 კვირას აღნიშნავს. ქრისტიანობამდე ლომისა უმნიშვნელოვანესი წარმართული ღვთაება იყო მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე - სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, დეკანოზები დროშას და &qu...
რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა აშშ-ის მოკავშირეების ინტერესების ხარჯზე არ ხდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მრჩეველმა ბრენდ სქოუკროფტიმ ვაშინგტონის ეროვნულ პრესკლუბში საუბრისას განაცხადა. "ვფიქრობ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტი...
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო "ეკოლის" ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. მინისტრი ანდრია ურუშაძე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მოქალაქეებს პროდუქტის შემოწმებისა და მოხმარებამდე კარგად გარეცხვისკენ მოუწოდებს. "ძალიან მნიშვნელოვანია, როდეს...
ძლიერმა წვიმამ საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლებს ისევ პრობლემები შეუქმნა. უხვმა ნალექმა თერჯოლის რაიონის სოფელ ნახშირღელეში წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები, ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები და სხვა სახის ინფრასტ...
ხელოვნების ცენტრ "ბლექ სი არტის" ორგანიზებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება მეოცე საუკუნის გამორჩეული ქართველი მხატვრების გამოფენები და მათი ალბომების პრეზენტაციები. 15 ივნისს, 18:00 საათიდან, გამოიფინება ხიტა ქუთათელაძის ნამუშევრები. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო იტალიაში, შვედეთშ...
დღეს, 15 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში შედგება გერმანული დოკუმენტური ფილმის, "ყურანის ბავშვების" ჩვენება. საღამოს დაესწრებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, რეჟისორები და მოწვეული სტუმრები. ფილმის რეჟი...
დღეს, 15 ივნისს, 12:00 საათზე, მთაწმინდის პარკში "მულტი-პულტის სახლი" გაიხსნება. სადღესასწაულო ცერემონიაზე წითელ ლენტს მთაწმინდის პარკის გმირი ბომბორა და მულტი-პულტის ქვეყნის მეფე ბავშვებთან ერთად გაჭრიან. "მულტი-პულტის სახლის" გახსნის შემდეგ ზღაპრის გმირები მოწვეულ სტუმრებს სადღესასწაულო ...
დღეს, 15 ივნისს, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტი, გერმანული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გორში „ექსპორტის სემინარს" გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სემინარს გორის მუნ...
დღეს, 15 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის შენობაში, ადვოკატთა რიგით მე-11 ტესტირება იწყება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოცდას დამოუკიდებლად, უშუალო ორგანიზებით ატარებს შემდეგი თანმიმდევრობით: 15 ივნისი - სამოქალაქო სამართალის სპეციალიზაციით, 16 ივნისი - სისხლის სამართალის სპე...
დღეს, 15 ივნისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, სარემონტო სამუშაოების გამო ნაძალადევის, ჩუღურეთის და ისნის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. "თელასის" ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება ჩუღურთი- აღმაშენებლის გამზირის(ნაწილობრივ), გორკის, არაგვისპირელის, მაზნიაშვილის, მა...
სილქნეტი სილქტივის მომხმარებლებს საზაფხულოდ უფასო ვიდეოთეკას სთავაზობს. "ნტვ"-ის არხების გათიშვასთან და ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით, 15 ივნისს, 11:00 საათზე, „სილქნეტის" ვაკის სერვისცენტრში კომპანიის ხელმძღვანელობა პრესკონფერენციას გამართავს. სადემონსტრაციოდ წარმოდგენილი ი...