საქართველოს სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ ვ.ი.-ს მიმართ განხორციელებული უფლებადარღვევის ფაქტთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, 1 აგვისტოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა #8 დაწ...
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. კანდიდატები პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა დაასახელეს. უკვე ცნობილია, რომ ვაკის საარჩევნო ოლქში კენჭს გიორგი კარბელაშვილი იყრის, კრწანისში - დავით საყვარელიძე, მთაწმინდაზე - არჩილ გეგენავა, ნაძალადევში- მერაბ სამადაშვილი,...
უშბაზე სამაშველო ღონისძიება რამდენიმე საათში განახლდება. მაშველები 4,5 ათას მეტრზე მყოფი სომეხი ალპინისტის ევაკუაციას შეეცდებიან. უამინდობის გამო, ამ დროისათვის უშბასთან მიახლოება ვერ ხერხდება. მაშველებმა მოახერხეს და გუშინ სამაშველო თოკებით ალპინისტთან საკვები პროდუქტები და დამატებითი სამაშველო აღჭურვილობა ჩაუშვეს....
,,გაყიდვების მართვის კომპანია'' ქართული პროდუქტების პოპულარიზაციას იწყებს და მცირე კომპანიებს, რომლებიც ადგილობრივი წარმოებით არიან დაკავებულნი გაყიდვების სექტორში კონსალტინგს გაუწევს. ,,კომპანია ბოლო 6 თვის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად რეგიონებში მუშაობდა და ეცნობოდა სხვადასხვა პროდუქტების მწარმოებლებს...
ირანმა საკუთარი ჯარი საგანგებო მზადყოფნაში მოიყვანა "ირანი მზადაა ნებისმიერი პროვოკაციისთვის ან ესკალაციისთვის მის წინააღმდეგ. თუ დასავლეთის ნებისმიერი ქვეყანა გადაწყვეტს შეტევას, ირანი გამოიყენებს ძალას, და სამხედრო ძალა იქნება იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე მოელიან. მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო სამხედრო...
დღეს, 13 აგვისტოს, ფიდელ კასტროს 86 წელი შეუსრულდა. ფიდელ ალეხანდრო კასტრო რუსი 1926 წლის 13 აგვისტოს ბირანში (კუბა) დაიბადა. კასტრო არის კუბის რევოლუციის ლიდერი, მთავრობის მეთაური 1959 წლიდან და პრეზიდენტი 1976 წლიდან. ბოლო წლებში, ავადმყოფობის გამო, 2006 წლის 31 ივლისს მან "პოლიტიკურ მემკვიდრედ" უმცროსი ძმა, რაულ...
დღეს, 13 აგვისტოს, 19:30 საათზე, თიბისი გალერეაში, საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის, "Traveling Notes" ფარგლებში, გაიმართება კამერული მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონცერტში მონაწილეობს წეროვანის დევნილთა სკოლის სასულე ორკესტრი...
დღეს, 13 აგვისტოს, 10 საათიდან 16 საათამდე, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება მშენებელთა დასახლების, ქაიროს, ნაკადულის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს. 10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, ლილოს და...
დღეს, 13 აგვისტოს, ნაციონალური მოძრაობა პარტიის ოფისში თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. თბილისის გარდა, მაჟორიტარი კანდიდატები დასახელდება რამდენიმე რეგიონშიც.
ლონდონის ოლიმპიადა დასრულდა. სპორტსმენებმა მედლების 302 კომპლექტი გაითამაშეს და როგორც ქვემოთ მოყვანილი არაოფიციალური გუნდური ჩათვლის ცხრილიდან ჩანს, მოიგო ამერიკის შეერთებული შტატებმა. "იანკებს" მხოლოდ 4 ოქრო დააკლდათ მრგვალ "50"–იან ნიშნულამდე. არადა, ამერიკელებმა ბოლო 2 დღეს გადაუსწრ...
რიკოთის უღელტეხზე სახანძრო ბრიგადები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. არსებობს საშიშროება, რომ ხანძარი ტყის მასივს მოედოს. ხანძარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გაჩნდა, როდესაც თხევადი აირის გადამზიდი მანქანა კლდეს შეეჯახა და აფეთქდა. შემთხვევას ავტომანქანის მძღოლი ემსხვერპლა. ვრცელდება ინ...
რიკოთის უღლელტეხილზე მოძრაობა ცალმხრივად გახსნილია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ხარაგაულის გამგებელმა განუცხადა, ამ დროისათვის დასავლეთიდან აღმოსავლეთ მიმართულებით მოძრაობა გახხნილია. რიკოთის უღლელტეხილზე მოძრაობა პარალიზებული ავროსაგზაო შემხტვევის გამო მოხდა. თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავმა გაზის ...
რიკოთის უღლეტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც აფეთქება მოჰყვა, სავარაუდოდ მანქანის მძღოლი ემსხვერპლა. როგორც თვითმხილველები აცხადებებენ, კლდეზე შეჯახების შემდეგ ავტომანქანიდან არავინ გადმოსულა და სავარაუდოდ მძღოლი დაიღუპა. ავტომანქანა მოძრაობდა თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით. სავარაუდოდ,...
რიკოთის უღლელტეხილზე მოძრაობა დროებით პარალიზებულია. როგორ "ჯი-ეიჩ-ენს" საგზაო დეპარტამენტში განუცხადეს, დასავლეთიდან აღმოსავლეთ მიმართულებით მოძრაობა ხორციელდება რიკოთის უღელტეხილის გვერდის ავლით საჩხერის გავლით. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და გზა მის დასრულებისთანავე გაიხსნება. ...
რიკოთის უღლელტეხილზე გაზის გადამტანი მანქანა კლდეს შეეჯახა და აფეთქდა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ის პრესამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ განუცხადა. მისი თქმით, სავარაუდოდ მანქანამ მართვა დაკარგა და კლდეს შეეჯახა, რამაც აფეთქება გამოიწვია, - მახარაძის თქმით, ამ დროისათვის ადგილზე მუშაობენ მაშველებ...