2013 წლის სასკოლო გამოცდებს ეროვნული ცენტრი აღარ ჩაატარებს, _ განაცხადა ჟურნალისტებთან განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა. Mმისივე განცხადებით, მეთორმეტე კლასელთათვის გამოცდების ჩატარებას სკოლის დირექცია უზრუნველყოფს. ,,გამოცდების ეროვნული ცენტრი მეთორმეტე კლასელებს წელს გამოცდებს ვერ ჩაუტა...
საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას ხვდება. Aალასანიას შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო კანცელარიაში ბიძინა ივანიშვილი უკვე შეხვდა დავით საგანელიძესა და მაია ფანჯიკიძეს.
სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი უწმინდესსა და უნეტარესთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. ციხეში ასევე იმყოფებიან უფლებადამცველები და სასულიერო პირები. შეგახსენებთ, ვრცელდებოდა ინფორმაც...
კრასკოდარის მხარეში ოკუპირებული აფხაზეთიდან ციტრუსების შეტანა შეზღუდეს. ცისტუსების სეზონის დაწყების წინ, აკრძალვის მიხედვით, ერთ ადამიანს საზღვარზე მხოლოდ 50 კილოგრამამდე ციტრუსის გადატანა შეუძლია. საბაჟო სამსახურის მიერ შემოღებული აკრძალვა ძალაში დღეიდან შედის. "შემოდგომის ბოლოს აფხაზეთში ტრადიციულად ცი...
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირების საქმის გარემოებების შესწავლას სთხოვენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და &bdqu...
შესაძლოა, რამდენიმე ელჩი შეიცვალოს, _ განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე. ფანჯიკიძეს ელჩების ვინაობა არ დაუკონკრეტებია. ,,ალბათ, ცვლილებები იქნება, თუმცა არცერთი გვარის დასახელებას ახლა არ ვაპირებ, რადგან იმ ადამიანებმა, ვისაც ე...
პარლამენტსა და მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობა იქნება, _განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე. საგანელიძის განაცხადებით, დღევანდელი დღე აღმშენებლობის დასაწყისი იქნება. ,,პარლამენტსა და მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლო...
ემზარ კვიციანის ოჯახი წუხელ საქართველოში დაბრუნდა. კვიციანის მეუღლის, თეთნულდ ანსიანი იმედს გამოთქვამს, ახალი ხელისუფლება მათ საქმეს ობიექტურად გამოიძიებს და გამოძიების შემდეგ ემზარ კვიციანიც დაბრუნდება საქართველოში. ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის რწმუნებულია კოდორის ხეობაში, რომელიც ბოლო დრომდე კოდორის ხეობას აფარებდა თავ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო კანცელარიაში შეხვედრებს მართავს. როგორც ჟურნალისტებთან ივანიშვილმა განაცხადა, მას დღის განმავლობაში დაგეგმილი აქვს შეხვედრა რამდენიმე მინისტრთან. ამასთან დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის ელჩთან. "10:00 საათზე ვხვდები დავით საგანელიძეს, 11:00 საათზე მაია ფ...
უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში exit polls-ის შედეგების მიხედვით, პარტიული სიების მიღებული ხმების რაოდენობით მმართველი - რეგიონების პარტია ლიდერობს. რეგიონების პარტია ხმების 28,1% მიიღო. ოპოზიციურ "ბატკივშინას" (სამშობლო - იულია ტიმოშენკოს პარტია რედ.) - 24,7%, პარტია "უდარს" (მოკრივე ვიტ...
მახინჯაურში მომხდარ ავარიას, ქვეითად მოსიარულე, დაახლოებით 60 წლამდე ასაკის ქალბატონი ემსხვერპლა. ავტოავარია რკინიგზის სადგურთან მოხდა. ქობულეთიდან ბათუმისკენ მომავალი "მერსედესის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც ჯიმშერ ჯიმშერაშვილი მართავდა, ჯერ ბორდიურს, ხოლო შემდეგ სადგურის შენობას შეეჯახა. თვითმხილველე...
ნიუ-იორკში NYSE Euronext და NASDAQ-ის ბირჟები ქარიშხალ სინდის გამო ორშაბათს არ იმუშავებს. ბი-ბი-სის ინფორმაციით, ბირჯებზე ვაჭრობა, სავარაუდოდ, არც სამშაბათს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით შეწყდება მხოლოდ ვაჭრობა ბირჟის შენობებში, სადაც აუცილებელია ტრეიდერების ყოფნა, რაც შეეხება ელექტრონულ ვაჭრობას ის გა...
დღეს,29 ოქტომბერს,14:00 სთ-ზე პროკურატურის შენობასთან ბრიფინგი გაიმართება, სადაც გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, ამჟამად პარლამენტის წევრის დავით საყვარელიძის, გორის რაიონის პროკურორის გიორგი ჭანტურიძის და შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, მოგვიანებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის...
დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო კანცელარიაში ელოდებიან. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო კანცელარიაში ორშაბათს მივა და მუშაობას ოფიციალურად შეუდგება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობ...
დღეს, 29 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მინისტრი პატრიარქთან ერთად სასჯელაღსრულების #1 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს მოინახულებს. სასჯელაღსრულების #1 დაწესებულე...