რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების შეყვანას არ აღიარებს. გაეროს საგანგებო სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრ პანკინმა ნატოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ დონბასში რუსული სამხედრო ნაწილების შეყვანას ალიანსი კონკრეტული ფაქტებით ვერ ადასტურებს. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ამერიკული მხარე. გა...
პუტინის პრეს-მდივანი პეკინის ინციდენტის ახსნას შეეცადა. დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლის ლიდერის ჟესტი არასწორად იქნა გაგებული. საუბარია აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტზე მომხდარ ინციდენტზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის პირველ ლედის პლედი მოახურა. ამის გამო პუტინი ჩინეთის ლიდერის მეუღლეს...
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საათი ჟენევაში სოტბის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. უცნობმა კოლექციონერმა ის 21 მილიონ 300 ათას დოლარად შეიძინა. უნიკალური ოქროს საათი, რომელიც 500 გრამს იწონის, გასული საუკუნის 30-იან წლებში შვეიცარიულმა კომპანია "პატეკ ფილიპმა" ნიუ-იორკელი ბანკირის, ჰენრი გ...
ჰოლანდიელმა ექსპერტებმა დონბასში ჩამოგდებული მალაიზიური ბოინგის ახალი ფრაგმენტები აღმოაჩინეს. რეპატრიაციული მისიის ხელმძღვანელის, პიტერ იაპ ალბერსბერგის განცხადებით, თვითმფრინავის ნამსხვრევები იმ ადგილზე იქნა ნაპოვნი, სადაც ჩამოვარდნილ ლაინერს ხანძარი გაუჩნდა. გარდა ამისა, ჰოლანდიელ ექსპერტებს ადგილო...
სირიასა და ერაყში ისლამისტთა პოზიციები ინტენსიურად იბომბება. ამჯერად ჯიჰადისტთა არტილერიაზე საჰაერო იერიში კანადის ავიაციამ მიიტანა. კანადურმა ავიაგამანადგურებლებმა ქალაქ ბაიჯიზე წერტილოვანი დარტყმები განახორციელეს, რის შედეგადაც რადიკალების რამდენიმე საცეცხლე წერტილი განადგურდა. ანტიისლამისტურ ოპერაციაში ჩართვის გ...
დღეს, 13 ნოემბერს, 11:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან აჭარის მთავრობის წევრები და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშ...
ქართველ მეწარმეებს „Export Forum 2014" -ში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, 13 ნოემბერს, ბრატისლავაში დაგეგმილია საეთაშორისო ღონისძიება "Export Forum 2014", რომელსაც ორგანიზებას უწევს სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების საა...
დღეს, 13 ნოემბერს, 13:00 საათზე, თელავში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, „რეგიონების აღჭურვის პროექტის‘' ფარგლებში, კახეთის რეგიონის ფოლკლორულ ანსამბლებს, სახელოვნებო-სამუსიკო სკოლებსა და კულტურის ცენტრებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს გადასცემს. მინისტრი თე...
დღეს 13 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება. გარდა ამისა, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი"-ს ორგანიზებით თბილისის მასშტაბით მეტეხის ხიდის მიმართულებით ლოცვით მსვლელო...
დღეს 13 ნოემბერს, 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმში რეჟისორ ვახტანგ მიქელაძის მიერ ერმიტაჟის მუზეუმის შესახებ 2014 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. ფილმში მოცემულია დოკუმენტური კადრები ერმიტაჟის დაარსების, განვითარების, მუზეუმიდან ექსპონატთა გატანის, მათი აღდგენა/რესტავრა...
13 ოქტომბერს 13:00 საათზე თბილისის მერიაში „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაცემული მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული აქტების სამართლებრივი ხარვეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის" პირველი სხდომა გაიმართება. კომისია ხვალინდელ სხდომაზე დიღმის ტყე-პარკის, ვაკის პარკის და ასათიანის №10-ში მიმდინა...
10:00 - განახლებულ საკრებულოს შენობაში გაიმართება საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს შეხვედრა. 11:00 - საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. 11:00 - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ...
შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ საქციები გაამკაცრა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მთავრობამ გაავრცელა. „უკრაინაში შექმნილი ვითრების გამო, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ფედერალურმა საბჭომ გადაწყვიტა დააწესოს დამატებითი შეზღუდვები, რუსეთის მიერ საქციებისთვის თავის არიდების აღკვეთის მი...
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრიs თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩთან იანუშ ჰერმანთან. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თამარ ბერუჩაშვილის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა ძალიან დადები...
თბილისის მთავრობის დღევანდელს სხდომაზე ბაგა-ბაღების მოწესრიგება თბილისის მერმა 2015 წლის ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა, რისთვისაც, დავით ნარმანიას თქმით, 2015 წლის ბიუჯეტიდან ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა. მისივე თქმით, სულ მოკლე ხანში - 2 თვეში მოხერხდა საბავშვო ბ...