ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • "კონსტრაქშენ გრუპის” წარმომადგენელი დაკითხეს

    "კონსტრაქშენ გრუპის” წარმომადგენელი დაკითხეს

    საბურთალოს საპატრულო პოლიციაში "კონსტრაქშენ გრუპის” წარმომადგენლის დაკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. ეს ის კომპანიაა, რომელიც აფაქიძის 13 ნომერში შენობის დემონტაჟს ახორციელებდა. გუშინ ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტის შენობის ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.  

    07 ივლისი 2015, 08:04
  • საბერძნეთში ბანკები ისევ დახურულია

    საბერძნეთში ბანკები ისევ დახურულია

    საბერძნეთში საბანკო არდადეგები გრძელდება. პრემიერი ციპრასი ბანკების გახსნის პირობას რეფერენდუმის შემდეგ იძლეოდა, თუმცა მოსახლეობა საბანკო მომსახურებით ამ დრომდე ვერ სარგებლობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკებმა მუშაობა ხვალიდან უნდა განაახლოს, რასაც ათენი ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებს. ბერძნულმა ბანკე...

    07 ივლისი 2015, 07:42
  • მერკელმა და ოლანდმა საბერძნეთის საკითხი განიხილეს

    მერკელმა და ოლანდმა საბერძნეთის საკითხი განიხილეს

    ევროკავშირის კარი საბერძნეთთან მოლაპარაკებისთვის კვლავ ღია რჩება. ამის შესახებ პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა განაცხადეს. ფრანსუა ოლანდმა და ანგელა მერკელმა ათენს კრედიტორებთან დისკუსიის განახლებისა და საქმიანი წინადადებების შეთავაზებისკენ მოუწოდეს, რამაც ქვეყანა ევროზონის...

    07 ივლისი 2015, 07:41
  • ათენს დონორთა დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს

    ათენს დონორთა დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს

    საერთაშორისო სავალუტო ფონდი ათენს დაფინანსებაზე უარს ეუბნება. ამის შესახებ ფინანსური დონორის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. ფონდის დირექტორთა საბჭო განმარტავს, რომ საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორებისთვის მილიარდნახევრიანი ტრანშის გადახდის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, რის გამოც ქვეყნისთვის შემდგომი ფინანსური დახმარებ...

    07 ივლისი 2015, 07:39
  • გიგლა აგულაშვილმა 13 ივნისის კატასტროფასთან დაკავშირებით დასკვნის დეტალები გაამხილა

    გიგლა აგულაშვილმა 13 ივნისის კატასტროფასთან დაკავშირებით დასკვნის დეტალები გაამხილა

    საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა 13 ივნისს მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებით დასკვნის დეტალები გაამხილა. როგორც მინისტრმა „2030“–ის ეთერში განაცხადა, „ჩვენ საქმე გვქონდა 2 მოვლენის ერთობლიობასთან: სტიქიასთანაც და ადამიანის უგნურებასთანაც“. მისი თქმით, მო...

    07 ივლისი 2015, 01:32
  • თბილისის ზედამხედველობის სამსახურის კომენტარი შენობის ჩამონგრევასთან დაკავშირებით

    თბილისის ზედამხედველობის სამსახურის კომენტარი შენობის ჩამონგრევასთან დაკავშირებით

    თბილისის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გეგი ნიჟარაძის თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია აფაქიძის №13 მშენებარე ობიექტთან დაკავშირებით წესრიგში იყო. როგორც მან „2030“-ის ეთერში განაცხადა, სამშენებლო კომპანიამ ნებართვის გაცემისთვის საჭირო  საექსპერტო დასკვნებიც წარმოადგინა. გარდა ამისა, გეგი ნი...

    06 ივლისი 2015, 22:24
  • „თიფლის ბიზნეს ცენტრის“ წარმომადგენლების დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

    „თიფლის ბიზნეს ცენტრის“ წარმომადგენლების დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

    თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოში „თიფლის ბიზნეს ცენტრის“ წარმომადგენლების გია გელაშვილის და პაატა მესხიშვილის დაკითხვა აფაქიძის №13 შენობის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციის შენობიდან გამოსულმა გია გე...

    06 ივლისი 2015, 21:45
  • თბილისის ვიცე-მერი სახლის ჩამონგრევის ფაქტზე სწრაფ გამოძიებას ჰპირდება

    თბილისის ვიცე-მერი სახლის ჩამონგრევის ფაქტზე სწრაფ გამოძიებას ჰპირდება

    თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი პირობას დებს, რომ აფაქიძის №13 სახლის ჩამონგრევის ფაქტი, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, სასწრაფოდ იქნება გამოძიებული. ეს განცხადება „2030“-ის ეთერში გაჟღერდა. „ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული აღნიშნული  საქმე და ყველა, ვინც არის დამნაშავე აღნიშნულში, დაისჯება კან...

    06 ივლისი 2015, 21:04
  • "საქპატენტი" უეფა-ს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების უნებართვო გამოყენებასა და მატჩის ბილეთების უნებართვო გაყიდვასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

    "საქპატენტი" უეფა-ს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების უნებართვო გამოყენებასა და მატჩის ბილეთების უნებართვო გაყიდვასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

    ხვალ, 7 ივლისს, 10:00 საათზე, "საქპატენტის" თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, გამართავს პრესკონფერენციას "უეფა"-ს 2015 წლის სუპერთასის მატჩის გამართვასთან  დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიზნით სპეციალური ღონისძიებების შესახებ. პრესკონფერენციას დაესწრებიან აღნიშნულ ღონისძიენაში ჩ...

    06 ივლისი 2015, 20:45
  • ხვალ სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

    ხვალ სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

    ხვალ, 7 ივლისს, 11.00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“   მე-3 პავილიონში, სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ერთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. წლის შემაჯამებელ ღონისძიე...

    06 ივლისი 2015, 19:44
  • აშშ  სააკაშვილსა და მის გუნდს ფინანსურად დაეხმარება

    აშშ სააკაშვილსა და მის გუნდს ფინანსურად დაეხმარება

    კალიფორნიელი პოლიციელები ოდესელ პოლიციელებს დაეხმარებიან აშშ კი ოდესის გუბერნატორსა და მის ახალ გუნდს სახელფასო სახსრებს გამოუყოფენ. როგორც მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს ამ საკითხზე მას უკრაინაში აშშ-ს ელჩი ჯეფრი პაიეტი ესაუბრა. კიევში ამერიკის საელჩოს ვებგვერდი იტყობინება, რომ აშშ ოდესა...

    06 ივლისი 2015, 19:36
  • ბერუჩაშვილი: საბერძნეთში განვითარებული მოვლენები სერიოზული გამოწვევაა მთელი ევროპისთვის

    ბერუჩაშვილი: საბერძნეთში განვითარებული მოვლენები სერიოზული გამოწვევაა მთელი ევროპისთვის

    "საბერძნეთში განვითარებული მოვლენები ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა მთელი ევროპისთვის”, _განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრთა თამარ ბერუჩაშვილმა საბერძნეთში არსებული ვითარების შეფასებისას. მისივე თქმით, გამოყენებული იყოს ყველა შესაძლებლობა, რათა მინიმალურად დაზიანდეს ყველა ის შედეგი რაც დღეს აქვს ევროკავშირს ..ძ...

    06 ივლისი 2015, 19:19
  • თამარ ბერუჩაშვილი ხორვატიაში ყოველწლიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

    თამარ ბერუჩაშვილი ხორვატიაში ყოველწლიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

    9-11 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო, მაღალი დონის ყოველწლიურ ფორუმში. საგარეო უწყების ცნობით, თამარ ბერუჩაშვილი სიტყვით გამოვა პანელზე: “საგარეო, უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკა: ურთიერთკავშირი და ურთიერთ დამოკ...

    06 ივლისი 2015, 19:00
  • მოქალაქეებს სს "თელასის" მიმართ დაგროვილი ხანდაზმული დავალიანებები ჩამოაწერეს

    მოქალაქეებს სს "თელასის" მიმართ დაგროვილი ხანდაზმული დავალიანებები ჩამოაწერეს

    სემეკმა მოქალაქეებს ხანდაზმული დავალიანებების სახით 77 929 ლარი ჩამოაწერა. სემეკის ინფორმაციით, კომისიამ მოქალაქეებს სს "თელასის" მიმართ დაგროვილი ხანდაზმული დავალიანებები ჩამოაწერა, რომელთა ოდენობამ 77 929 ლარი შეადგინა. "კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზ...

    06 ივლისი 2015, 18:58
  • ნაფიცმა მსაჯულებმა ქონებრივი დაზიანების ფაქტზე საქმე დაასრულეს

    ნაფიცმა მსაჯულებმა ქონებრივი დაზიანების ფაქტზე საქმე დაასრულეს

    თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ქონებრივი დაზიანების მიყენების ფაქტზე, ბრალდებულ მამუკა ბრეგვაძის მიმართ. საქალაქო სასამართლოს ცნობით, ბრეგვაძეს ბრალად ედებოდა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ე.ი ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ...

    06 ივლისი 2015, 18:46