სირიის კრიზისის გადაჭრის შესახებ მოლაპარაკებებში ბაშარ ასადიც უნდა ჩაერთოს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბრიუსელის სამიტზე განაცხადა, სადაც ლტოლვილთა კრიზისი განიხილეს. „ჩვენ უნდა ვესაუბროთ ყველა მხარეს, მათ შორის, ასადსაც. მოლაპარაკებებში შეერთებული შტატებისა და რუსეთის გარდა უნდა ცჩერთონ ჩვენი რეგიონალური პარტნი...
ყველაზე მეტი ჭარბწონიანი, მწეველი და ალკოჰოლის მომხმარებელი ევროპაშია. შესაბამის დასკვნამდეThe Busines Insider მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის მცხოვრებთა თითქმის ნახევარი ჭარბწონიანია ან წონის მატების რისკის მატარებელი, რაც სიმსივნეს, გულ-სისხლ-ზარღვთა და სხვა სახის დაავადებებს იწვევს. ბოლო გამოკვლევით, ევროპის მოსა...
რუსეთმა დონბასში კიდევ ერთი, რიგით 39-ე ჰუმანიტარული კოლონა გაგზავნა. 100-მდე სატვირთო მანქანამ როსტოვის ოლქი უკვე დატოვა და უკრაინის საზღვარს რამდენიმე საათში გადაკვეთს. ამჯერად დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლები 1,2 ათას ტონა ტვირთს, სურსათს, მედიკამენტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს მიირებენ....
ვაშინგტონი გერმანიაში დამატებით ატომური ბომბების განთავსებას არ აპირებს. ამის შესახებ აშშ ბირთვული უსაფრთხოების სამმართველოს პრეს-მდივანმა შელი ლაველმა განაცხადა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენტაგონი გერმანულ ავიაბაზაზე B61-12 ტიპის ატომური ბომბების განთავსებას აპირებს, 2 დღის წინ გერმანულმა ტელეარხმა Z...
შეტაკებები იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. პალესტინელი გოგონას დაკრძალვის ცერემონია მასობრივ არეულობებში გადაიზარდა. პროცესიის მონაწილეებმა ებრაელ ჯარისკაცებს ქვები დაუშინეს, სპეცრაზმელებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 18 წლის სკოლის მოსწავლე გოგონა სამხედრო ბლოკ-პოსტთან მესაზღვრეების ტყვიას ემს...
მინსკში ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა. მიტინგი ციხიდან გამოსული ყოფილი პოლიტპატიმრის, ნიკოლაი სტატკევიჩის მიერ იყო ორგანიზებული, რომელმაც თავისუფლების მოედანზე ათასამდე მხარდამჭერის შეკრება შეძლო. ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ლუკაშენკოს 21-წლიანი მმართველობის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა და მხ...
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორისა და მისი მეუღლის, ალექსანდრა ფიოდოროვნას ნეშტების ექსგუმაცია დაასრულა. ნეშტები 2007 წელს ეკატერინბურგში აღმოაჩინეს და მათი იდენტობის დასადგენად ესპერტიზის ჩატარება გადაწყდა. რომანოვების ოჯახის მემკვიდრეები ექსგუმაციას დათანხმდნენ. ს...
ვოლკსვაგენის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება მარტინ ვინტერკორნმა გვიან ღამით მიიღო. გადადგომის მიზეზი კონცერნის წინააღმდეგ აგორებული სკანდალი გახდა. ვოლკსვაგენის მიერ წარმოებულმა ავტომობილებმა შეერთებულ შტატებში ეკოლოგიური ტესტირება ვერ გაიარა, რის გამოც კონცერნს ამერიკული ...
რომის პაპი შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის მეორე დღეს ფრანცისკ პირველს თეთრ სახლში პრეზიდენტმა ობამამ უმასპინძლა. თეთრი სახლის ლიდერმა პონტიფიკოსს სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრა. ობამამ პაპს მშვიდობის მტრედის სკულპტურა და პირველი ამერიკელის სახლის გასაღები აჩუქა, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად...
მუსლიმები ერთ-ერთ მთავარ რელიგიურ დღესასწაულს ყურბან ბაირამს აღნიშნავენ. ყურბან ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და აბრაამის მსხვერპლშეწირვის ლეგენდას უკავშირდება. ბაირამი დღეიდან სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას საქართველოში მცხოვრები მუსლიმებიც აღნიშნავენ. მათ დღესასწაულს მთავრობის წარმო...
ქედაში 12 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცა. ისინი 2001 წელს სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, თუმცა ამ დრომდე სოფელ ჯალაბაშვილებში ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ. ბინების გადაცემის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. არჩილ ხაბაძის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას მთავრობა მომავალშიც გეგმავს, ...
თელავში ყოფილი პოლიციელი მოკლეს. 36 წლის ბექა აბულაძე ბახტრიონის ქუჩაზე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა ჩაცხრილეს. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილს ავტომატური იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამა მომხდარს შურისძიებად აფასებს.
გერმანიაში ლტოლვილებს ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებენ. ამის შესახებ დაჰაუს მემორიალური კომპლექსის დირექტორმა გაბრიელა ჰამერმანმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებას მიგრანტთა განსათავსებლად შენობები არ ჰყოფნის და ამის გამო მათ დაჰაუს ყოფილ ბანაკში ათავსებს, რომელიც 70 წლის მანძილზე მუზეუმის ფუნქციას ასრულებდა. ვრცე...
24 სექტემბერს, საქართველოში, წმინდანად შერაცხული 300 არაგველის ხსენების დღე აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც კრწანისში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დააბრძანებენ 300 არაგველის სახელობის ხატს, სადაც დილით 9 საათიდან დაიწყება წირვა. საპატრიარქოს ინფორმაციით, წირვის შემდეგ, 12 საათიდან 16 საათამდე კრწნისის ველზე, ...
ევროკავშირი ლტოლვილთა კრიზისის მოსაგვარებლად დამატებით მილიარდ ევროს გამოჰყოფს. ამის შესახებ ბრიუსელის სამიტის დასრულების შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. მისივე თქმით, სოლიდური თანხა ლიბანში, იორდანიასა და თურქეთში გაეროს წარმომადგენლობებს გადაეცემა, ევროპის საზღვარზე კი, იტალიასა დ...