ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • სასამართლომ გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებაზე საქმე წარმოებაში მიიღო

    სასამართლომ გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებაზე საქმე წარმოებაში მიიღო

    თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე როლანდ ბლადაძის სარჩელი, ხარვეზის გარეშე, წარმოებაში მიიღო. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა „კვირას&...

    18 იანვარი 2016, 12:35
  • ენმ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესების მიზეზებზე საუბრობს

    ენმ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესების მიზეზებზე საუბრობს

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაის“ პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს 2016 წლის 1 იანვირდან 15 იანვრის ჩათვლით მომხდარი დანაშაულების სტატისტიკა გააცნო და ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის გაუარესების მიზეზებზე ისაუბრა.   „მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ საპარლამენ...

    18 იანვარი 2016, 12:28
  • 18-24 იანვარს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

    18-24 იანვარს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი (20-25 მ/წმ). 19-20 იანვარს გავრცელებას იწყებს ხმელთაშუაზღვის ციკლონთან დაკავშირებული შედარებით ც...

    18 იანვარი 2016, 11:58
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ორი ქვეყნის თანამშრომლობის სფეროები, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით არსებული...

    18 იანვარი 2016, 11:36
  • ბიძინა კუჭავას ცხედარს ექსპერტიზას  მაია ნიკოლეიშვილი ჩაუტარებს

    ბიძინა კუჭავას ცხედარს ექსპერტიზას მაია ნიკოლეიშვილი ჩაუტარებს

    ბიძინა კუჭავას ცხედარს ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაუტარებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულის, გარდაცვლილ ბიძინა კუჭავას ოჯახს გამოძიებასთან კითხვები აქვს. კუჭავას ოჯახის წევრის გიორგი ჯიქიას თქმით, ცხედარს დაზიანებები აქვს, რის გამოც პრო...

    18 იანვარი 2016, 11:31
  • ნინო ლომჯარია "სამართლიანი არჩევნების" ახალ აღმასრულებელ დირექტორს დღეს წარადგენს

    ნინო ლომჯარია "სამართლიანი არჩევნების" ახალ აღმასრულებელ დირექტორს დღეს წარადგენს

    ნინო ლომჯარია "სამართლიანი არჩევნების" ახალ აღმასრულებელ დირექტორს მედიას დღეს წარუდგენს. "სამართლიანი არჩევნების" გამგეობამ ახალი აღმასრულებელი დირექტორი მას შემდეგ აირჩია, რაც ნინო ლომჯარიას ორგანიზაციის წესდებით დადგენილი ვადა ამოეწურა. ლომჯარია ორგანიზაციას გასული ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა....

    18 იანვარი 2016, 11:01
  • #‎NBAVOTE‬ Zaza Pachulia -  რატომ უნდა ვეხმარებოდეთ უცხოეთში მცხოვრებ ძმას

    #‎NBAVOTE‬ Zaza Pachulia - რატომ უნდა ვეხმარებოდეთ უცხოეთში მცხოვრებ ძმას

    ამერიკის «ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის» ქართველი ლეგიონერის, ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერი კამპანია,  შედეგის მიუხედავად, ძალიან საინტერესო დისკუსიის «თრიგერად» იქცა და ბევრი რამ გამოავლინა. თანაც, გამოავლინა როგორც მონაწილეთა აქტიურობით, ასევე პასიურობითაც: ბევრი, ვის...

    18 იანვარი 2016, 10:55
  • იან კელი ,,გაზპრომთან“ მოლაპარაკებაზე: ჩვენ მთავრობის განმარტებებმა დაგვაკმაყოფილა

    იან კელი ,,გაზპრომთან“ მოლაპარაკებაზე: ჩვენ მთავრობის განმარტებებმა დაგვაკმაყოფილა

    აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი ,,გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებას ,,წინდახედულ ნაბიჯად“ აფასებს. ,,რუსთავი 2“ -თან საუბარში ელჩმა განაცხადა, რომ მთავრობა საკმაოდ ღიაა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და მათმა განმარტებამ დააკმაყოფილა. ,,ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ენერგოპოლიტიკის ...

    18 იანვარი 2016, 10:36
  • დი კაპრიო პუტინის როლის შესრულებაზე ოცნებობს

    დი კაპრიო პუტინის როლის შესრულებაზე ოცნებობს

    ლეონარდო დი კაპრიოს პუტინის როლის შესრულება სურს. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა “ველტ ამ სონტაგისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მსახიობის თქმით, კრემლის ლიდერის როლი მისთვის უაღრესად საინტერესო შესასრულებელი იქნებოდა. დი კაპრიოს განცახდებით, ის უარს არც რასპუტინისა და ლენინის როლზე იტყოდა. “რ...

    18 იანვარი 2016, 09:29
  • რომის პაპი სინაგოგას ეწვია

    რომის პაპი სინაგოგას ეწვია

    რომის პაპი სინაგოგას სტუმრობდა. ფრანცისკ პირველი კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში მესამე პონტიფიკოსია, ვინც რომის მთავარ სინაგოგას ეწვია. სინაგოგაში სიტყვით გამოსვლისას პაპმა ანტისემიტიზმი და რელიგიური ფანატიზმი დაგმო და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ მოუწოდა....

    18 იანვარი 2016, 09:19
  • ყირიმის ბლოკადა ძლიერდება

    ყირიმის ბლოკადა ძლიერდება

    უკრაინამ ყირიმთან საქონელბრუნვა შეწყვიტა. შეზღუდვები მხოლოდ იმ პროდუქტებს არ შეეხება, რომელიც უკრაინის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. აკრძალვა არ შეეხება სოციალური მნიშვნელობის პროდუქტებს: პურს, რძეს, მაკარონსა და ღორის ლორს. კიევი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არც ჰუმანიტარული ტვი...

    18 იანვარი 2016, 09:13
  • ფლორიდაში ტორნადომ 2 ადამიანი იმსხვერპლა

    ფლორიდაში ტორნადომ 2 ადამიანი იმსხვერპლა

    უამინდობა შეერთებულ შტატებში. ფლორიდას ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიის შედეგად სარასოტასა და მენატის დასახლებებში ათობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ვრცელდება ინფორმაცია 2 ადამიანის დაღუპვის შესახებაც. არიან დაშავებულებიც.

    18 იანვარი 2016, 09:09
  • ნავთობის ფასი შესაძლოა 25 დოლარამდე დაეცეს

    ნავთობის ფასი შესაძლოა 25 დოლარამდე დაეცეს

    შავი ოქრო ისევ უფასურდება. ბრენტის მარკის საწვავის ღირებულება ლონდონის ბირჟაზე 28 დოლარს ქვემოთ დაეცა და ბარელზე 27,72 დოლარი შეადგინა, რას ბოლო 13 წლის მინიმუმად შეიძლება ჩაითვალოს. ბირჟის ანალიტიკოსთა მტკიცებით, ნავთობის ფასი უახლოეს ხანებში შესაძლოა 25 დოლარამდეც დაეცეს, რაც ირანისთვის საერთაშორი...

    18 იანვარი 2016, 08:20
  • აშშ ირანულ კომპანიებს ახალ სანქციებს უწესებს

    აშშ ირანულ კომპანიებს ახალ სანქციებს უწესებს

    ვაშინგტონმა რამდენიმე ირანულ კომპანიასა და ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. ამის მიზეზი ბალისტიკური რაკეტები გახდა, რომელიც თეირანმა გასული წლის შემოდგომაზე გამოცადა. ახალი სანქციები 11 კომპანიასა და ფიზიკურ პირს შეეხება, რომლებიც ირანის სარაკეტო პროგრამასთან არიან დაკავშირებულნი და ამერიკული საბანკო სისტემით სა...

    18 იანვარი 2016, 08:15
  •  პალესტინელმა 6 შვილის დედა მოკლა

    პალესტინელმა 6 შვილის დედა მოკლა

    მორიგი თავდასხმა ისრაელში. ოტნიელის დასახლებაში შეიარაღებული პალესტინელი თავს ებრაელ ქალს დაესხა. როგორც ისრაელის უშიშროების სამსახური იტყობინება, თავდამსხმელმა ებრაულ დასახლებაში შეაღწია, რის შემდეგაც ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში შეიპარა და 6 შვილის დედა მოკლა. ამის შემდეგ ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ისრაე...

    18 იანვარი 2016, 08:11