ფილიპინების პრეზიდენტი ამერიკულ იარაღზე უარს ამბობს. „ჩემი მოვალეობაა ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე ვიზრუნო. ამიტომ, თუ იარაღს ამერიკა არ მოგვცემს, რუსეთისგან ან ჩინეთისგან ვიყიდით. მოსკოვი და პეკინი მზად არიან იარაღი უპრობლემოდ მოგვცენ,“-აცხადებს როდრიგო დუტერტე. ნარკომაფიის წინააღმდეგ ჩატარე...
იტალიის სანაპიროებთან 1800-მდე მიგრანტი დაღუპვას გადაარჩინეს. სამაშველო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც სანაპიროს დაცვის სამსახურმა ზღვაში 15-მდე ნავი აღმოაჩინა. მაშველთა მცდელობის მიუხედავად, ყველა ლტოლვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. იტალიის სანაპიროებს კიდევ რამდენიმე...
გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამხსმელი მარიო გომესი ჩეხეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრებში თანაგუნდელებს ვეღარ დაეხმარება. როგორც გერმანიის საფეხბურთო კავშირი იტყობინება, ფორვარდი ტრავმირებულია და ვარჯიშებს ვერ ესწრება. გერმანელები ჩეხეთს ჰამბურგში 8 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან, 11 ოქტომბერს კი ჰანოვერში ...
5 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 33 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 375 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.340 პროცენტი...
„საქართველო ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. საქართველოს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია. აქ ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა,“ - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზ...
საქართველოში ციფრული მიწისზედა ღია საეთერო ქსელის მოცვის არეალის გაფართოვების პროცესი გრძელდება. ეროვნული სატელევიზიო ქსელის მფლობელმა შპს „ტელერადიო ცენტრმა“ თუშეთში, კერძოდ, აბანოს ქედზე ახალი სარელეო სადგური დაამონტაჟა. ასევე, სოფელ ომალოში დამონტაჟდა ახალი ციფრული მიწისზედა ღია საეთერო სატელევიზიო სადგური, რ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ, შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომის“ 100% წილის შეძენის განზრახვაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისია შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს &bd...
რეგიონალური განვითარებისა და ინფარასტრუქტურის მინისტრი ხონში „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებულუ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ლილუაშვილის შუამდგომლობით იმ სოფლის მოსახლეობას შეხვდა, რომლებსაც ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვთ. ნოდ...
ზესტაფონის მკვიდრი 15 წლის ტარიელ სამხარაძე ტრადიციულ კარატეში ევროპის ჩემპიონი გახდა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე გამარჯვებულ სპორტსმენს აეროპორტში დახვდა და მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. ევროპის ჩემპიონატი ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდ...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შოთა ხაბარელმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ლერი ხაბელოვ...
ქალაქ ოზურგეთში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მხარდამჭერი კონცერტი მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა თემო მჟავიამ, ფაქომ (ლევან გოგორელიანი), ნინი გოგიჩაიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, ნათია დუმბაძემ, ნუცა ბუზალაძემ, თიკა მახალდიანმა და "Funky House Band"-მ...
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მემორანდუმს ხელი მოეწერა მთავრობის კანცელარიაში. დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რ...
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი- ნინო ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით კატარის დედაქალაქს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა. დოკუმენტი საქართველოსა და კატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ორი ქვეყნის ეკონომიკური...
ფიფამ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა. ამის მიზეზი გულშემატკივარის უღირსი საქციელი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სკუადრა აძურა ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე ნაცისტური ჟესტების დემონსტრირება მოახდინეს. ამის გამო იტალიის ნაკრებს ჯარიმის სახით 27 ათასი ე...
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეს, შაჰინ ბაგიროვს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში აზერ თოფიგ ოღლუ ჰუსეინს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას,...