სერბეთს ჩრდილოეთ კოსოვოს ანექსია იგივე სცენარით სურს, რომლითაც რუსეთმა ყირიმი შეიერთა. ამის შესახებ კოსოვოს პრეზიდენტმა ხაშინ ტაჩიმ განაცხადა. „მათ ჩრდილოეთ კოსოვოში მატარებლის შემოყვანა სცადეს, რომელზეც ეწერა, რომ კოსოვო სერბეთის ნაწილია. ეს იყო აშკარა პროვოკაცია. ისინი ჩვენს მწვავე რეაქციას ელოდნენ, რასაც კოსოვოში ...
მორიგი თავდასხმა ეგვიპტეში. ვადი-ელ-ჰადიდიდ პროვინციაში ექსტრემისტები თავს საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ, რასაც 8 პოლიციელი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. საპასუხო სროლის შედეგად 2 თავდამხსმელი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.
თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. წინასწარი ვერსიით, ის უზბეკეთის მოქალაქე აბდულკადირ მაშარიპოვია. სპეცოპერაცია ესენტიურის რაიონში ჩატარდა. დაკავებისას ეჭვმიტანილთან ერთად მისი 4 წლის ვაჟი იმყოფებოდა. მასშტაბური ტერორისტული აქტი სტამბოლში ახალი წლის ღამეს განხორციელდა. ტერო...
ჯორჯ მაიკლის ბიძაშვილი ირწმუნება, რომ მომღერალი ნარკოტიკებმა იმსხვერპლა. „მძიმე ნარკოტიკები დაბრუნდა მის ცხოვრეებაში. ის ადრეც იყო ნარკოდამოკიდებული. ძირითადად კოკაინს მოიხმარდა. ვფიქრობ, გადაჭარბებული დოზა მიიღო ანტიდეპრესანტებთან ერთად. რაც შეეხება ჰეროინს, ეს ერთადერთი ნარკოტიკი იყო, რომელიც მაიკლს არასდროს გაუსინჯ...
BBC ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლის დეტალებს ასაჯაროვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონში უცხოეთის ელჩებთან შეხვედრისას ტერეზა მეი ღიად განაცხადებს, რომ ბრიტანეთს ევროკავშირის ნახევრად წევრობა არ სურს, თუმცა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის ახალი, საიმედო და თანაბარი პარტნიორი გახდება. სპეციალური ანგარიშით ...
ფისკალური პოლიტიკისა და მართვის ძირითად პრინციპებისა და ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ევროკავშირის პრაქტიკასთან თავსებადობის გასაცნობად ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის, დონორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის საჯარო შეხვედრებს მართავს. 16 იანვარს გამართულ ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 17-21 იანვარს, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენასა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ესპანეთის სამეფოში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ტალებ რიფაისთან შეხვედრით დაიწყება. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა...
16-17 იანვარს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ბორჯომში, სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს თემაზე: „საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერება ევროინტეგრაციის პროცესში“. სამუშაო შეხვედრაში საქართველოს...
ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულები სასამართლოს დღევანდელ პროცესზე სიტყვით გამოვიდნენ. კერძოდ, გიოგი ლობჟანიძემ განაცხადა, რომ ,,თუ მან მართლაც მოატყუა ფინანსთა მინისტრი, მისი მოადგილე, თავდაცვის მინისტრი და პრემიერმინისტრი დაჭერის ნაცვლად ჯილდოს იმსახურებს, რადგან ამდენი „არაკომპეტენტური“ ...
17 იანვარს, 18:00 საათზე, სოფელ დიღომში საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება ჰოსპისს ოფიციალურად გახსნიან საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი და “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ გენერალური დირ...
ბათუმის მოცეკვავე და მუსიკალური შადრევნები დროებით გაჩერდება. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრალური შადრევნების გაწმენდითი სამუშაოების გამო, ავზებიდან ხდება წყლის გადინება. „რის გამოც მუსიკალური შადრევნები ორი დღის განმავლობაში შეწყვეტს ფუნქციონირებას. გაწმენდითი სამუშაოების დამთავრებისთანავე შადრევნ...
რუმინეთის პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს ბრალდება უკვე წაუყენა. იონ ილიესკუს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში სდებენ ბრალს. საუბარია 1990 წლის 13-15 ივლისს ბუდაპეშტში ანტისახელისუფლო მანიფესტაციის დარბევაზე, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, 1300-მდე კი დაშავდა.
შეუძლიათ დაიხურონ ქუდი და წავიდნენ პარლამენტიდან, როგორც ამას სააკაშვილი ამბობდა, - განაცხადა დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ყოფილ თანაგუნდელებზე საუბრისას ,,ტვ პირველის“ ეთერში. "ფართო საზოგადოებისთვის დაპირისპირება გამოვიდა მაშინ, როდესაც სააკაშვილმა მოითხოვა პარლამენტში არ შევიდეს დეპუტა...
ვეტერანისა და ხელოვანის, ნოდარ აფციაურის გამოფენა 18 იანვარს 16:00 საათზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გიორგი ჩუბინაშილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში ვეტერანისა და ხელოვანის,ნოდარ აფციაურის პერსონალური გამოფენა გაიმართება. ექ...
საქართველოს მთავრობასა და ,,CEFC China Energy Company Limited”-ს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივების გაძლიერების შესახებ“. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და CEFC China Energy Company Limit...