"ჩვენმა ამ პოზიციამ რიგ კლინიკებს შეუქმნა მცდარი მოლოდინები. მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ თანხა დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობაზე, დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისთვის. ამის ატანას არც ვპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ...
მოლდოვის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ რუსი კოლეგისთვის ფული არ უთხოვია. „ჩვენ აქ ფულისთვის არ ჩამოვსულვართ. პუტინისთვის ფული არ მითხოვია. მოგვეცით ანკესი და თევზს თვითონ დავიჭერთ. მოგვეცით იმის საშუალება, რომ ფული გამოვიმუშაოთ, ვაწარმოოთ და ექსპორტზე გავიტანოთ პროდუქცია,“-განაცხადა იგორ დოდონმა. მოსკოვს ოფი...
ცნობილი რუსი მომღერალი ნატაშა კარალიოვა უკრაინაში ბებიის დაკრძალვაზე ჩასვლას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ის ინსტაგრამში წერს. ესტრადის ვარსკვლავის თქმით, მისი ბებია კიევში გუშინ გარდაიცვალა, თუმცა იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლებას მისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული აქვს, კარალიოვა კიევში ვერ ჩადის. ...
სერენა და ვინუს უილიამსები ავსტრალიის ღია პირველობას წყვილებში გამოეთიშნენ. ამის მიზეზი სერიოზული ტრავმა გახდა, რომელიც უფროსმა უილიამსმა მიიღო. ვინუსმა იდაყვი დაიზიანა, რის გამოც ტურნირის გაგრძელებაზე დებმა უარი თქვეს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, დაუჭერდით თუ არა მხარს ხმის ელექტრონულად მიცემას, როდესაც ხალხი საარჩევნო უბანზე მიდის და ქაღალდის ბიულეტენის ნაცვლად კომპიუტერის გამო...
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 42 % ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი წინა პარლამენტზე უკეთესად იმუშავებს. 30 %-ის აზრით კი, ახალი პარლამენტის მუშაობა იგივე იქნება, ხოლო 8 % ფიქრობს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი უარესად იმუშავებს, ვიდრე წინა. კვლევის საველე სამ...
ევროპარლამენტის ახალ თავმჯდომარედ ანტონიო ტაიანი აირჩიეს. იტალიელი პოლიტიკოსი პოსტზე მარტინ შულცს შეცვლის, რომელმაც თავმჯდომარეობაზე უარი ნებაყოფლობით თქვა და გერმანიის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. 63 წლის ტაიანი წარსულში იტალიის პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის პრესმდივანი და ტრანსპორტის საკითხებში...
ბათუმში გუშინ 15 წლის მოზარდი დაჭრეს. მას ჭრილობა ცივი იარაღით, ზურგის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილს ბათუმის რეპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც ელენთის ამოკვეთა გახდა საჭირო. პაციენტის მდგომარეობა არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის სტაბილურია.
20 იანვარს 20:00 საათზე პირველი საზოგადოებრივის პირდაპირ ეთერში აირჩიე საქართველოს ხმა ევროვიზიაზე! ევროვიზიის ეროვნული ფინალის კონკურსანტებისთვის გულშემატკივართა მიერ გამოგზავნილი ყოველი SMS-იდან (მოკლე ტექსტური შეტყობინებიდან) შემოსული თანხა ჩაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდში. ამ სა...
ნიგერიის ავიაციამ შეცდომით დევნილების ბანაკი დაბომბა. ამის შესახებ BBC იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ავიადარტყმებს 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. დაშავებულთა შორის წითელი ჯვრისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან.
გაეროში აშშ ელჩი სამანტა პაუერი ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა. დიპლომატმა მოსკოვი აგრესიულ და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში დაადანაშაულა და ღიად განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიო წესრიგს არღვევს. ამის მაგალითად მან ყირიმის ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის როლი, ...
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კასპი-კავთისხევის საავტომობილო გზის მე-5 კილომეტრზე, მდ. მტკვარზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას ახორციელებს. თაღოვანი ხიდი გასული საუკუნის 40-იან წლებშია აგებული და თითქმის 90 წელის მისი სრული რაბილიტაცია ...
ამერიკის დაზვერვის ყოფილ აგენტს, ედვარდ სნოუდენს რუსეთში ცხოვრების უფლება კიდევ 2 წლით გაუგრძელეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა წერს. რუსეთში თავშესაფარი სნოუდენმა 2013 წელს მიიღო. შეერთებულ შტატებში მას სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ. ყოფილმა აგენტმ...
2012 წლის არჩევნების პერიოდში უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2016 წელს, - ასეთ შედეგებს აქვეყნებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), კვლევის შედეგების თანახმად. გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ძალადობა უფრო მეტი იყო, ვიდრე 2012-ში, ხოლო გამოკითხულთა 46%-ის აზრით, ძალადობას...
მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი გორილა გარდაიცვალა. ამის შესახებ დღეს დილით ოჰაიოს ზოოპარკის ადმინისტრაციამ განაცხადა. კოლო 60 წლის ასაკში სიმსივნით დაიღუპა. მის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა. გორილები, ჩვეულებისამებრ, 40 წლამდე ცოცხლობენ. კოლომ კი 60 წელს მიაღწია. ის 3 შვილის დედა და 16 შვილიშვილის ბებია იყო....