ბელარუსის მაღაზიებში ახალი შოკოლადი „პრეზიდენტი“ გამოჩნდა. ამის შესახებ სააგენტო სპუტნიკ ბელარუსი იტყობინება. შოკოლადი ფაბრიკა „კომუნარკის“ მიერ არის წარმოებული. ის შაქარს საერთოდ არ შეიცავს. 90 გრამიანი შოკოლადის ფილა 2,29 ბელარუსული რუბლი ღირს.
ევროპაში გასულ წელს 382 ათასი არალეგალი მიგრანტი შევიდა. ამის შესახებ სააგენტო EC Frontex იტყობინება. 2016 წლის მაჩვენებლით, ევროპაში ლტოლვილთა შედინების კლება შეინიშნება. 2015 წელს ევროპის საზღვარი 1,8 მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა.
არაბეთის გაერთიანებული ემირატების ელჩი, რომელიც ავღანეთში სასიკვდილოდ დაჭრეს, დღეს დილით გარდაიცვალა. ჯუმა ალ-ქააბის გადარჩენას ექიმები ერთი თვის განმავლობაში ცდილობდნენ. დიპლომატს თავს ყანდაღარის პროვინციაში 11 იანვარს დაესხნენ. ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა.
თეთრი სახლის ლიდერი რუსულ სპეცსამსახურებთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა. „კავშირი რუსეთთან- ეს ნონსენსია, რითაც იმ მრავალრიცხოვანი შეცდომების გადაფარვას ცდილობენ, რომელიც კლინტონმა საპრეზიდენტო კამპანიისას დაუშვა,“-წერს ტრამპი.
რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინას ობამას პრეზიდენტობის პერიოდში წაართვა. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს. „ისმის კითხვა?-ხომ არ იყო ობამა რუსეთის მიმართ რბილი?“-აღნიშნავს თეთრი სახლის ლიდერი. ყირიმის საკითხთან დაკავშირებით ტრამპის პრეს-მდივანმა კომენტარი დღეს ედილით გააკეთა....
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ე.წ „მოსმენების კანონთან" დაკავშირებულ პროცესში მისი ჩართულობის ამოსავალი სწორედ,საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებები და შეხედულებები იქნება. "ამ კანონის განხილვის პროცესში პირველ ეტაპზევე, ვიყავი ჩართული, როდესაც საჭირ...
მაია რჩეულიშვილს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლის 15 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი...
15 თებერვალის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6447 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6467 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.20 ლარი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7896 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8100 ლარს შ...
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარმოდგენილი რომან გოცირიძის კანდიდატურა ერთხმად იქნა არჩეული. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპრ...
16 თებერვალს 13:00 საათზე საქართველოში 14 მილიონიანი ინვესტიციის განხორცილების შესახებ პრეზენტაცია, სასტურმო ამბასადორში (შავთელის ქ 17) გაიმართება. ინვესტორი თბილისში დაბადებული, სანქტ-პეტერბურგში მოღვაწე იური სარქისიანია, რომელსაც ორმოცწლიანი გამოცდილება აქვს ბიზნესის მართვაში. „ახალი თბილისი“- ...
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, 15-16 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა ლიტველ კოლეგასთან რაიმუნდას კ...
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების და სარეჟიმო პირ...
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პენიტენციური სისტემის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარიდაუჭირა.„პატიმრობის შესახებ ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი კომიტეტის წევრებს სასჯელაღსრულებისა დაპრობაციის...
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს დაფინანსების საკითხში მეტი გამჭვირვალობა უნდა მოხდეს ,,მიმაჩნია, რომ აუცილებლობას წარმოადგენს მეტი გამჭვირვალეობა მოხდეს. დღეს არსებული არატრანსფარანტული სისტემა დაფინანსების და ქონების გადაცემის გაუმჭვი...
2016 წლის მონაცემებით კომპანია „თელასმა“ 2 მილიარდ 788,7 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 15,3% (369,3 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2015 წლის მოხმარების მოცულობას (2 მილიარდ 419,4 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარე...