საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ე.წ „მოსმენების კანონთან" დაკავშირებულ პროცესში მისი ჩართულობის ამოსავალი სწორედ,საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებები და შეხედულებები იქნება.
"ამ კანონის განხილვის პროცესში პირველ ეტაპზევე, ვიყავი ჩართული, როდესაც საჭირო გახდა მაშინ ვეტოს გამოყენება. მაშინ სხვა მოტივაციით იყო ვეტო, მაგრამახლა უკვე ამ კანონის განხილვის კონტექსტში, თქვენი გადაწყვეტილება არის ის, რითიც ვიხელმძღვანელებთ, როდესაც ვითანამშრომლებთ ამ კანონის დახვეწასადა განვითარებაზე'', - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მანანა კობახიძის მიერ მოსამართლის ფიცის დადებისცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.