ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პენიტენციური სისტემის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარიდაუჭირა.
„პატიმრობის შესახებ ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი კომიტეტის წევრებს სასჯელაღსრულებისა დაპრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა წარუდგინა. მომხსენებელმა პენიტენციურ სისტემაში რეფორმირების ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა და იმ სიახლეებზეისაუბრა, რასაც მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს.
პენიტენციური სისტემის რეფორმა შემდგომ სიახლეებს ითვალისწინებს:
• გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება - პენიტენციურ სისტემაში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის ახალიდაწესებულება შეიქმნება, რომელიც გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავდებულებს, რომელთა გათავისუფლების ვადა 6თვეს არ აღემატება;
• დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლა. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოსუფლებამოსილება ენიჭება მსჯავრდებულის წერილობითი მოტხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ,დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეუცვალოს;
• ტელევიზორით სარგებლობის უფლება - გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ასევე დაბალი რისკის დანახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება ენიჭება ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინოს პირადი ტელევიზორი ანრადიომიმღები. ხოლო განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები ანალოგიურიუფლებით სარგებლობას დაწესებულების დირექტორის ნებართვის შემთხვევაში შეძლებენ;
• მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება - ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს,რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისგან გაათავისუფლებს მსჯავრდებულს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან ან/დაჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი;
• უმაღლესი განათლება - მსჯავრდებულს, რომელიც გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაშიიმყოფება, უფლება ექნება ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით;
• დისციპლინარული პატიმრობა - აღნიშნული პატიმრობის ვადა მცირდება 60 დღე-ღამემდე. აგრეთვე დისციპლინარული პატიმრობა არ გამოიყენება იმ ქალმსჯავრდებულებზე, რომლებიც არიან ორსულად ან ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ჰყავთ 3 წლამდე ბავშვი;
• პირობით ვადამდე გათავისუფლება;
• მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასება და გადაფასება;
• პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრი.