სკანადალური ამერიკული დასკვნა, რომელიც „iPhone+“-ს ამხელს საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ადამიანის უფლებები წამდაუწუმ ირღვევა. შესაბამისად, დაცული არც მომხმარებლების უფლებებია. მომხმარებელთა უფლებების შელახვის მხრივ კომპანია „iPhone+“ ლიდერობს, რასაც არაერთი ფაქტი მოწმობს და ამის შესახებ ...
ოთხწლიანი კომპლექსური რეფორმა, რომელიც წელს იწყება, დაგეგმილია ევროპული დონის აღზრდის, განათლებისა და სხვა კომპონენტების გათვალისწინებით, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორცი...
ბელარუსის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით არჩევა მიულოცა. ალექსანდრ ლუკაშენკომ იმედი გამოთქვა, რომ მინსკსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რასაც პირადად ტუსკის ფაქტორი შეუწყობს ხელს.
თურქეთის პრეზიდენტმა ნიდერლანდების ფაშიზმში დადანაშაულება უნდა შეწყვიტოს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა. „ნიდერლანდები ნაციონალ-სოციალისტურმა რეჟიმმა ყველაზე მეტად დააზარალა. ამიტომ, ქვეყნის დადანაშაულება ნაციზმში ყოვლად უადგილო და მიუღებელია,“-აღნიშნა ზაიბერტმა....
იაპონია სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში გიგანტურ სამხედრო გემს აგზავნის. ვეტმფრენმატარებელი „იძუმო“ სტარტს მაისში აიღებს. სამხრეთ კორეის ზღვაში იაპონური ხომალდი სამხედრო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც შეერთებული შტატები, ინდოეთი და იაპონია ერთობლივად ჩაატარებენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, მდინარე აჭყვაში, ზაზა და ზვიად ბლადაძეები ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ. სამართალდამღვევებს ჩამოერ...
17 და 31 მარტს, 18:00 საათზე, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) უმასპინძლებს ღია კარის დღეს ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ. თუ გაინტერესებთ ეკონომიკა და გსურთ, საერთაშორისო დონის განათლება მიიღოთ საქართველოში, მაშინ მობრძანდით ISET-ში და გაიცანით ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესორებ...
11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად ქალაქს 150 ათას ლარზე მეტის ზარალი მიადგა. როგორც ბათუიმის მერი გიორგი ერმაკოვი აცხადებს, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შედეგად, ინფრასტრუქტურული ზარალი 150 ათას ლარზე მეტია. მერის თქმით, განადგურებულია 7 ერთეული...
საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად დღეს კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში შეხვედრები გამართა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას მოდერაციას "თავისუფალი დემოკრატების'' თავ...
ჩვენ არ განვიხილავთ არც არსებულ კონსტიტუციას, არც სხვა მოდელს, ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, თუ როგორ შევქმნათ უფრო ერთიანი, უფრო ძლიერი, უფრო სამართლებრივი სახელმწიფო, - განაცხადა პრეზიდენტმა მმართველი გუნდის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც გაუგებარია, რას იხილავს პრეზიდენტი საჯარო შეხვედრები...
არნოლდ შვარცენეგერს პოლიტიკაში დაბრუნება არ სურს. ამის შესახებ კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა. მანამდე ექსგუბერნატორის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვარცენეგერმა შესაძლოა სენატის არჩევნებში კენჭი იყაროს. არნოლდ შვარცენეგერი ტრამ...
თურქ მაღალჩინოსნებს საფრანგეთის ტერიტორიაზე სააგიტაციო მიტინგების ჩატარება უნდა აეკრძალოთ. ამ ინიციატივით საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი გამოვიდა. პრეზიდენტობის კანდიდატის, მარინ ლე პენის თქმით, თურქული საარჩევნო კამპანიის ჩატარების ადგილი საფრანგეთში არ არის. მანამდე ანალოგიური განცხადება კიდევ ერთმა პრეზიდენტობის კანდი...
ალეპოში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა საკუთარ სახლებს უბრუნდება. სარკინიგზო მოძრაობა 5 წლის განმავლობაში იყო შეჩერებული. მნიშვნელოვნად არის დაზიანებული ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ხაზები და ვაგონები, თუმცა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ეტაპობრივად ხორციელ...
სირიის კრიზისის პროვოცირებაში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დასავლეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა. სირიის ლიდერის თქმით, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მცდარმა პოლიტიკამ რეგიონში ტერორიზმის გავრცელებას შეუწყო ხელი, რასაც ვითარების დესტაბილიზ...
სომალის დედაქალაქში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ამოქმედდა. აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტი მოგადიშუს ხალხმრავალ რაიონში ერთ-ერთ სასტუმროსთან განხორციელდა. დაზიანებულია ახლომდებარე შენობა-ნაგებობები. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.