რესპოდენტის შესახებ
სკანადალური ამერიკული დასკვნა, რომელიც „iPhone+“-ს ამხელს
საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ადამიანის უფლებები წამდაუწუმ ირღვევა. შესაბამისად, დაცული არც მომხმარებლების უფლებებია. მომხმარებელთა უფლებების შელახვის მხრივ კომპანია „iPhone+“ ლიდერობს, რასაც არაერთი ფაქტი მოწმობს და ამის შესახებ ინტერნეტშიც უამრავი ინფორმაცია არსებობს. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა მომხმარებელს სწორედ „iPhone+“-ის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობა შეერყა. „iPhone+“-ს თავი, მაპატიეთ და, კიტრად მოაქვს, ვითომ მაგარი პატიოსანია, მარამ ამ კომპანიამ მხოლოდ ფიზიკურად კი არა, მორალურადაც დამაზარალა!“ - აცხადებს გელა ღაღანიძე და დასძენს, რომ „iPhone+“-მა არალიცენზირებული „iPhone 5“ მიჰყიდა. ღაღანიძის თქმითვე, ყველა მისი სიტყვა დოკუმენტებითაა გამაგრებული. მაინც, რა მოხდა და რა პრეტენზია აქვს გელა ღაღანიძეს „iPhone+“-სთან? - ყველაფერი 2013 წლის 5 ივლისს დაიწყო, როცა ბატონმა გელამ შპს „iPhone+“-ის პეკინის ფილიალში შვილისთვის „iPhone 5 white“ შეიძინა და „iPhone+“-მა 24-თვიანი, ანუ ორწლიანი გარანტიაც მისცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ამ ხნის განმავლობაში, ესე იგი, საგარანტიო ვადის ამოწურვამდე, აპარატს ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდებოდა, „iPhone+“ ვალდებული იყო, რომ „მოწყობილობა უფასოდ შეეკეთებინა“, თუმცა „iPhone+“ მარტო მყიდველი კი არა, საკუთარი გარანტიაც, როგორც იტყვიან, ფეხზე დაიკიდა! სხვათა შორის, „iPhone+“-სისგან დაზარალებული მომხმარებლის ეს „ქეისი“ იმითაცაა საყურადღებო, რომ საქმეში - არც მეტი, არც ნაკლები - „Genius Bar“-ის, ანუ „Apple“-ის (მოგეხსენებათ, „iPhone“-ს სწორედ „Apple“-ი აწარმოებს) ოფიციალური დასკვნაც დევს იმის შესახებ, რომ „iPhone+“-ში ნაყიდი პროდუქცია, კერძოდ, „iPhone 5“ არალიცენზირებული ნაწილებითაა აწყობილი. შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ „iPhone+“-ს საქართველოში მეორადი და არალიცენზირებული პროდუქცია შემოაქვს, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად, ქართველმა სამართალდამცავებმა „iPhone+“-ისა და მომხმარებლის დავაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები რატომღაც ვერ დაინახეს. ისე, იმის შესახებაც მუსირებს აზრი, რომ „iPhone+“-ის დამფუძნებელს თავის დროზე კარგი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალოვან უწყებებთან, რის გამოც ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა - ქალამნად. ისიც ცნობილია, რომ „ნაციონალების“ დროს წარმატებას მხოლოდ ის ბიზნესმენები აღწევდნენ, რომელთაც ვანო მერაბიშვილი, კუდ-ი და სოდ-ი მფარველობდნენ. ზოგი ამბობს, რომ მაშინდელი კადრები იგივე ძალოვან უწყებებში დღესაც არიან და „ნაციონალების“ საქმეს ფარულად აკეთებენ. „iPhone+“-ის კონკრეტულ „ქეისში“ სისხლის სამართლის ნიშნები, ალბათ, ამიტომაც ვერ შეამჩნიეს და დაზარალებულ მომხმარებელს ურჩიეს, რომ დავა, სამოქალაქო წესით, სასამართლოში გაეგრძელებინა. ამასთან, ამბობენ, რომ „iPhone+“-ის დამფუძნებლები და მფლობელები „ოცნების“ მიმართ ანტიფათიას ღიად გამოხატავენ და სოციალურ ქსლეში არსებულ ხელისუფლებაზე ღადაობენ. ვერ ვიტყვით, რომ ეს დანაშაულია, მაგრამ აი, ის, რასაც დაზარალებული მომხმარებელი გელა ღაღანიძე ყვება, აშკარად დამაფიქრებელია.
გელა ღაღანიძე: - დაახლოებით, ოთხი წლის წინ, პეკინის ქუჩაზე, „iPhone+“-ში შვილისთვის „iPhone5“ ვიყიდე, თუმცა ეჭვიც არ გამჩენია, რომ შეიძლება, მეორადი, ან არალიცენზირებული ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ საგარანტიო წერილიც მომცეს. ისე, საინტერესოა, რომ „iPhone“, მთელ მსოფლიოში, მხოლოდ ერთწლიან გარანტიას იძლევა, „iPhone+“-მა კი ორწლიანი გარანტია მომცა და ვალდებულებას იღებდა, რომ თუ ტელეფონს ე.წ. ტექნიკური წუნი ექნებოდა ან შეაკეთებდა, ან შემიცვლიდა. ისე, ამ ტელეფონს დღემდე ვინახავ და, რომ იტყვიან, ნაკაწრიც არ აქვს... ყიდვიდან, დაახლოებით, 9 თვის მერე, ტელეფონი აღარ ჩაირთო. მაშინვე „iPhone+“-ის პეკინის ფილიალში მივედი. მახსოვს, კონსულტანტებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, აუ, ამასაც რაღაც ჭირსო - როგორც ჩანს, გამოცდილება ჰქონდათ, რომ მათ მიერ გაყიდული აპარატები ასე ფუჭდება...
მოკლედ, პეკინიდან ვაკეში გამიშვეს, სადაც ტელეფონი დავტოვე და მითხრეს, რომ პასუხს 5-7 სამუშაო დღეში გამაგებინებდნენ.
- ბატონო გელა, აპარატის შეკეთებას ითხოვდით თუ გამოცვლას?
- შეკეთებას, ან თუ ვერ შეაკეთებდნენ, იმ თანხის უკან დაბრუნებას ვითხოვდი, რაც აპარატში გადავიხადე, თუმცა მათ მიერ მოცემული, ასე ვთქვათ, ვადა რომ გავიდა, „iPhone+“-დან დამირეკეს და მითხრეს, თქვენი ტელეფონი არ კეთდება და შეგიძლიათ, წაიღოთო. გამიკვირდა, ამხელა თანხა გადავიხადე, არ დამმვარდნია, ვერ ადგენთ, რა სჭირს და რას ჰქვია, გავიტანო-მეთქი?
- რა გიპასუხეს?
- რა და, - „აიდი კარტა“ არ იკითხება და ამიტომ, პასუხისმგებლობას ვიხსნითო. კიდევ უფრო გამიკვირდა, „აიდი კარტის“ ნომერი აპარატს ზემოდან აწერია და როგორ თუ არ იკითხება, ვალდებული ხართ, აპარატი გახსნათ და გამარკვიოთ, რა ხდება-მეთქი. მოკლედ, ქვა ააგდეს და არაფერი გააკეთეს.
- კომუნიკაცია „iPhone+“-ის ხელმძღვანელობასთან გქონდათ?
- არა, მენეჯერ გოგონასთან, რომელიც უემოციოდ მელაპარაკებოდა და სულ ერთსადაიმავე ტექსტს იმეორებდა.
- ბატონო გელა, მაღაზიის მფლობელებთან შეხვედრა არ მოითხოვეთ?
- მოვითხოვე კი არა, მთელი ამბები მქონდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც“ მივედი და დახმარება ვთხოვე. იქ მირჩიეს, რომ აპარატი ექსპერტიზაზე გამეტარებინა, თუმცა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მითხრეს, „iPhone“-ზე დასკვნას ვერ ვაკეთებთო. ამიტომ, ჩემმა მეგობარმა ეს აპარატი აშშ-ში, ჩიკაგოში წაიღო და „Apple“-ის დასკვნა ჩამომიტანა, სადაც წერია, ეს აპარატი ჩვენგან შეკეთებას არ ექვემდებარება, რადგან არალიცენზირებული ნაწილებითაა აწყობილიო.
მოკლედ, ეს დასკვნა ჩემმა მეუღლემ „iPhone+“-ის ცენტრალურ ოფისში წაიღო და მინდოდა, მოლაპარაკება შემეთავაზებინა, მაგრამ ყველაფერ ამას, როგორც იტყვიან, იგნორი გაუკეთეს.
- რას ნიშნავს, „იგნორი გაუკეთეს“?
- „Apple“-ის დასკვნა ჩაიბარეს, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, ჩემმა მეუღლემ პასუხისთვის რომ მიაკითხა, უთხრეს, ამაზე დასკვნა ჩვენ ერთხელ უკვე გავეცით და მეტს არაფერსღა გავცემთო. არადა, „iPhone+“-ს არაფერი დასკვნა არ მოუცია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ის ორწლიანი საგარანტიო, რომელსაც „iPhone+“-ი იძლევა, ყველანაირი წესების დარღვევაა.
- რატომ?
- როგორც გითხარით, თვითონ „Apple“-ი ერთწლიანზე მეტ საგარანტიოს არ იძლევა, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით გავარკვიე...
მოკლედ, ყველაფერ ამის შემდეგ, საბუთები მთავარ პროკურატურაში შევიტანე, მაგრამ საქმე საბურთალოს რაიონს დააწერეს.
- „iPhone+“-ს ბრალს სისხლის სამართლის მუხლებით უყენებდით თუ სამოქალაქო?
- სისხლის სამართლის... მას მერე, რაც მთვარი პროკურატურიდან საქმე საბურთალოს რაიონში გადააგზავენს, დაკითხვაზე დამიბარეს. გამესაუბრნენ და მითხრეს, მეორე მხარესაც უნდა გავესაუბროთო. არ ვიცი, გაესაუბრნენ თუ არა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მაცნობეს, თქვენს სარჩელში სისხლის სამართლის ნიშნები არ იკვეთება, ეს უფრო სამოქალაქო დავაა და შემდგომი დავისთვის საქმე სასამართლოში გააგზავნეთო.
- სასამართლოს მიმართეთ?
- არა, ხელი ჩავიქნიე.
- რატომ?
- აგიხსნით... მას შემდეგ, რაც აშშ-დან დასკვნა ჩამომივიდა, რომელშიც წერია, „iPhone+“-ში ნაყიდი „iPhone5“ ფასლიფიცირებულია, ისე ავღელდი, რომ ინფარქტი დამემართა და საავადმყოფოში აღმოვჩნდი.
იცით, აქ მთავარი პრობლემა რა არის? - ის პროდუქცია, რომელსაც „iPhone+“-სი ყიდისი, არალიცენზირებული და რაღაც „ლევი“ ნაწილებითაა აწყობილი, რაც განბაჟებას არ ექვემდებარება.
- ანუ, ეჭვობთ, რომ „iPhone+“ არალიცენზირებული ნაწილებით აპარატებს საქართველოში აწყობს?
- არა, ალბათ, უცხოეთიდან შემოაქვს, მაგრამ ლიცენზირებული პროდუქციის ფასად ყიდის.
სხვათა შორის, „iPhone+“-ში ტელეფონი ერთწლიანი განვადებით ვიყიდე, 9 თვე თანხას, რა თქმა უნდა, ვიხდიდი, მაგრამ 9 თვის, ანუ მას შემდეგ, რაც აპარატი გაფუჭდა, ფულის გადახდა უკვე ჰერში მომიწია. სხვათა შორის, ბანკის დასკვნაც მაქვს, რომ განვადების ფულს ვიხდიდი.
- ისე, „iPhone+“-ი ხომ შეიძლება, აქეთ შემოგედავოთ და თქვას, რომ აშშ-ში დასკვნა ვინმე ნაცნობს გააკეთებინეთ?
- როგორ გეკადრებთ?! დასკვნა „ჯენიუსიდან“ მაქვს. შეგიძლიათ, „ჯენიუსს“ ნებისმიერ დროს მიმართოთ და ამ ამბის შესახებ ჰკითხოთ... ჩემი აზრით, „iPhone+“-ში ნაყიდ ტელეფონის აპარატს პროცესორი დაეწვა, მაგრამ იცით, „iPhone+“-ში რა მითხრეს? - ამ აპარატის გაკეთება იმის ნახევარი დაგვიჯდება, რაც აპარატში გვაქვს გადახდილი და რატომ უნდა გაგიკეთოთო. აბა, თუ არ გამიკეთებდნენ, ორწლიან გარანტიას რისთვისღა მაძლევდნენ?
მოკლედ, „iPhone+“-მა მხოლოდ ფიზიკურად კი არა, მორალურადაც დამაზარალა! არადა, „iPhone+“-ს თავი, მაპატიეთ და, კიტრად მოაქვს, ვითომ მაგარი პატიოსანია, თუმცა ჩემთან დაკავშირებით, ასეთი რაღაც გააკეთა! დღესაც შეურაცხყოფილი ვარ და ყველაფერი, რასაც გიყვებით, დოკუმენტებით მაქვს გამაგრებული!
ზოგადად, ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როცა მომხმარებელი „iPhone+“-ის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამს. დაზარალებულმა მომხმარებლებმა თავის დროზე დასახმარებლად მომხმარებელთა ფედერაციასაც მიმართეს. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციაში აცხადებენ, რომ „iPhone +“ დაუსჯელობის სინდრომით არის შეპყრობილი და მომხმარებლებს ატყუებს. დაზარალებულების თქმით, „iPhone“-ის ტელეფონები ყიდვიდან რამდენიმე დღეში ფუჭდება, დაზიანებული ტელეფონის სერვისცენტრში მიტანის შემდეგ კი მომსახურე პერსონალი მის დაზიანებაში მყიდველებს ადანაშაულებს და გარანტიის არსებობის მიუხედავად, ტელეფონის შეკეთებაში თანხას ითხოვს“ (http://ick.ge/rubrics/society/16405-i.html?fontstyle=f-larger), - ნათქვამია ინტერნეტსაიტ ick.ge-ზე გამოქვეყნებულ ნიუსში, რომელიც 2013 წლის 6 ნოემბრით თარიღდება.