კალინინგრადის ოლქში ისქანდერის ტიპის სარაკეტო კომპლექსების შეყვანა ნატოს დესტრუქციული ქმედებებით არის გამოწვეული. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სერგეი ლავროვის თქმით, ნატო აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს, რითაც რუსეთზე სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის მოხდენა სურს. რუსეთის პირველმა დიპლომატმა...
ენერგეტიკის სამინისტრომ 2017 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი დაამტკიცა. როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის № 89 ბრძანებაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის ბალანსი 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული ...
უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ფლორიდაში ათობით ვილა შეიძინა. ამის შესახებ გამოცემა „ობოზრევატელი“ იტყობინება. ბლოგერ ოლეგ ტორგალოს მტკიცებით, იაცენიუკის მფლობელობაში ამჟამად 24 ძვირადღირებული ვილაა. თითოეულის ღირებულება 5 მილიონ დოლარს აღემატება. არსენი იაცენიუკი უკრაინის მთავრობას 2014-2016 წლებში ხელმძ...
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ არჩილ ფეტიძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არჩილ ფეტიძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაა...
საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების, ვიცე-პოლკოვნიკების - სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის მოთხოვნით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 16 ნოემბერს დაწყებული მოკვლევა დასრულდა. როგორც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, მედიით გავრცელებული ბრალდება, რომ სამხედრო მოსამსახურეები 2012 წლის არჩ...
გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას ულოცავს. ანგელა მერკელი საქართველოს მთავრობის მეთაურს დასახული მიზნების განხორციელებაში წარმატებებს უსურვებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია, მომავალშიც ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი. ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“- ს სამეგრელო - ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი დააკავა. გამოძ...
თურქეთი მოელის, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ექსპლუატაციაში 2017 წლის დასაწყისიდან შევა. განცხადება აღნიშნულის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა ახმეტ არსლანმა აზერბაიჯანულ სააგენტო „ტრენდთან“ საუბრისას გააკეთა. მინისტრის განამარტებით, მეორე ხაზი ექსპლუატა...
ტენესის შტატში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ძლიერმა ქარიშხალმა და ხანძარმა, ბოლო მონაცემებით, 9 ადამიანი იმსხვერპლა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ქალაქ გატლინბერგს მიაყენა. დამწვარი და დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი. განადგურებულია გრეით-სმოქი-მაუნთინსის ევროვნული პარკის დიდი ნაწილიც. ხანძრის ძირითად...
1 დეკემბერს 11:00 საათზე, საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მის: ლადო გუდიაშვილის 7), საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ფერმერთა სათათბირო ორგანოს პირველი სხდომა გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართვ...
ქართული დამწერლობის სამ სახეობას - ასომთავრულს, მხედრულსა და ნუსხურს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს კულტურის სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება იუნესკო-მ მიიღო. "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას - ...
გარეთ საუთგეითი ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დროებითი მწვრთნელი აღარ იქნება. მას ნაკრებთან 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. საუთგეითის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრებმა მალტისა და შოტლანდიის ნაკრებები დაამარცხა, სლოვენიასთან კი ფრედ ითამაშა. 46 წლის სპეციალისტმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სემ ელარდაისი შეცვ...
ფიდელ კასტროს ნეშტი თავისუფლების კუნძულს მოივლის. კუბის რევოლუციის ლიდერის ფერფლი სპეციალური ურნით ჰავანის ქუჩებში შემოატარეს. კორტეჟმა კუბის დედაქალაქი უკვე დატოვა. 4 დღის განმავლობაში კომანდანტეს ნეშტთან დამშვიდობების შესაძლებლობა რეგიონების მცხოვრებლებს მიეცემათ. 4 დეკემბერს კი კასტროს მის მშობლიურ ქალაქ სანტი...
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს იმისთვის, რომ მათ გააკეთეს ერთადერთი სწორი არჩევანი - მრავალათასიანი, დემოკრატიული და ევროპული ტიპის პარტიისთვის შესაფერისი ყრილობის სასარგებლოდ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგოც სააკაშვილი წერს, ...
ოპეკი ნავთობის მოპოვებას ამცირებს. შეთანხმებას ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა ვენაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. მათი გადაწყვეტილებით, ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 33,6 მილიონიდან 1,2 მილიონ ბარელამდე შემცირდება. ოპეკის გადაწყვეტილება მსოფლიო სანავთობო ბაზარზე მომენტალურად აისახა. ბრენტის მარკის საწვავის ფასმა ...