კახეთში, ართანაში, კოხტას მთაზე არსებულ ტყეში ხანძარს უკვე მე-4 დღეა ებრძვიან.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ჯგუფები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და მოხალისეთა მობილური ჯგუფები.
ართანაში წყლის ავზებით მომარაგება მოხერხდა, რაც ხელს შეუწყობს მაშველებს, ხანძრის ლოკალიზებისთვის საჭირო აპარატები ეფექტურად გამოიყენონ.
დილიდან საქართველოს კუთვნილი ვერტმფრენი უკვე გაფრინდა ხანძრის კერების დაზვერვაზე. როგორც კი კვამლი და ნისლი გაიფანტება, ორი ირანული ვერტმფრენი ჩაერთვება სამუშაოებში. ართანის ტყეში სულ სამი ვერტმფრენი იმუშავებს.