მასობრივი არეულობები საბერძნეთში. კუნძულ ლესბოსზე ლტოლვილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. აფრიკელი ლტოლვილები თავშესაფრის მიღების პროცესის გაჭიანურებას აპროტესტებდნენ. მათ ავტომობილები დააზიანეს და სავაჭრო დაწესებულებები დაარბიეს. პოლიციამ უწესრიგობის აღკვეთა ძალის გამოყენებით შეძლო.
ისრაელში პალესტინელებსა და ებრაელ სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას 30-მდე ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. არეულობა იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინელებმა წმინდა ადგილებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და მეტალოდეტექტორების დაყენება გააპროტესტეს. მათ სამართალდამცველებს ქვებ...
რუსული ენა სომხეთში სახელმწიფოს ენის სტატუსს ვერ მიიღებს. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარემ არმენ აშოტიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხის პარლამენტი არც განიხილავს. "რუსული დიდებული ენაა, მაგრამ მისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება დღის წესრიგში არ დგას", - ...
კრემლი უკრაინაში ახალი დეფაქტო სახელმწიფოს შექმნის ფაქტს გამოეხმაურა. კრემლის პრეს-მდივანმა მალორუსიის შექმნას დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს პირადი ინიციატივა უწოდა. "ეს მისი პირადი ინიციატივაა. მოსკოვში ამის შესახებ დღეს დილით მედიიდან შეიტყვეს,"- განაცხადა დიმიტ...
საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე კომპანიების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იწყებს ღია კარის დღეებს. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ყველა დ...
გასულ კვირას მანჰეტენზე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მხატვრის ცირა ახობაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენის ორგანიზატორი არტპრომოუშენს კომპანია Madatart-ი იყო, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურად არის დაკავებული ნიუ-იორკში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციით. გამოფენა ჩელსის საგე...
ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში უბედური შემთხვევა მოხდა. მდინარე ენგურში 16 წლის მოზარდი დაიხრჩო. მაშველებმა ცხედარი უკვე ამოიყვანეს. შემთხვევა დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. ცხედარი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1303.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.9 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 294,7 მლნ. აშშ დოლარი იყო (30,4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1008.5 მლნ. აშშ დოლარი (6.3 პროცენტით მეტი)....
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-ივნისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 285.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 222.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.2 პროცენტი იყო. მესამე ა...
2017 წლის იანვარ-ივნისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 216.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 17.5 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 153.5 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.4 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბ...
2017 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (731.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (518.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (412.2 მლნ. აშშ დოლარი).
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ივნისში 1539.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 34.4 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 474.1 მლნ. აშშ დოლარი (61.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1065.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭ...
2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4822.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.5 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1234.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (30.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3588.2 მლნ....
აჭარაში გიდების გადამზადება დასრულდა. მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადებულ გიდებს სერტიფიკატები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა გადასცეს. სერტიფიკატების გადაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღო ღოსნიძიებაზე საპატიო სტუმრად მყოფმა ოდესის საოლქო სახელ...
ბალკანეთის ნახევარკუნძულს ქართული კინემატოგრაფი იპყრობს. ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ - სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს ქართული ფილმები განსაკუთრებული მასშტაბით არის წარმოდგენილი. კინოფესტივალის თითქმის მთელი პროგრამა ქართველი რეჟისორების ნამუშევრებით არის დაკომპლექტებული. მთავარ კონკურსში მონაწილეო...