"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა აირჩიოს, სურს თუ არა თურქეთის მოკავშირედ დარჩენა ან ჩვენი მეგობრობა რისკის ქვეშ დააყენოს ტერორისტებთან გაერთიანებით, რაც ძირს უთხრის ნატოს მოკავშირეების მტრის წინააღმდეგ თავდაცვას", - აღნიშნული განცხადება თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადების საპასუხოდ გაავრცელა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვაშინგტონში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ „თურქეთმა უნდა აირჩიოს - სურს თუ არა დარჩეს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსის მნიშვნელოვან პარტნიორად, თუ სურს ამ პარტნიორობის საიმედოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, როდესაც იღებს უგუნურ გადაწყვეტილებებს და ძირს უთხრის ჩვენს ალიანსს".
„თურქეთის მიერ 2,5 მლრდ დოლარად ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების С-400-ის შესყიდვა რუსეთისგან წარმოადეგნს ნატოსთვისა და ამ ალიანსისთვის სერიოზულ საფრთხეს. ის ფაქტი, რომ თურქეთი ისწრაფვის ამ გეგმის რეალიზაციისაკენ, მაშინაც კი, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თურქეთისთვის ხელმისაწვდომი გახადა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები Patriot-ი, იწვევს ღრმა შეშფოთებას“, - განაცხადა პენსმა.
მან თურქეთს შეახსნა, რომ პენტაგონის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ თურქეთი რუსულ თვდაცვის კომლექსებს შეიძენს, აშშ მას F-35-ის აღჭურვილობის მიწოდებას შეუწყვეტს.