თურქეთის მიერ რუსული ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების С-400-ის შეძენა ვაშინგტონის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ნატოს წევრი-სახელმწიფოების ერთობისთვის საფრთხეს წარმოადეგნს, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.
„თურქეთმა უნდა აირჩიოს - სურს თუ არა დარჩეს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსის მნიშვნელოვან პარტნიორად, თუ სურს ამ პარტნიორობის საიმედოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, როდესაც იღებს უგუნურ გადაწყვეტილებებს და ძირს უთხრის ჩვენს ალიანსს“, - აღნიშნა მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოზე.
„თურქეთის მიერ 2,5 მლრდ დოლარად ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების С-400-ის შესყიდვა რუსეთისგან წარმოადეგნს ნატოსთვისა და ამ ალიანსისთვის სერიოზულ საფრთხეს. ის ფაქტი, რომ თურქეთი ისწრაფვის ამ გეგმის რეალიზაციისაკენ, მაშინაც კი, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თურქეთისთვის ხელმისაწვდომი გახადა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები Patriot-ი, იწვევს ღრმა შეშფოთებას“, - განაცხადა პენსმა.
მან თურქეთს შეახსნა, რომ პენტაგონის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ თურქეთი რუსულ თვდაცვის კომლექსებს შეიძენს, აშშ მას F-35-ის აღჭურვილობის მიწოდებას შეუწყვეტს.