სულ მალე ჩვენ გვეყოლება ახალი პარლამენტი, სულ მალე ჩვენ გვეყოლება პარლამენტი, სადაც ქვეყნის ოკუაციიდან 8 წლის თავზე, პროოკუპანტური ძალის 6 დეპუტატი კანონშემოქმედებაში მონაწილეობას მიიღებს. ეს რას ნიშნავს? წინ წარსულისკენ! ქვეყანამ 6 ნაბიჯი უკან გადადგა!
რატომ მოგვივიდა ეს ყველაფერი? შეიძლებოდა თუ არა თავიდან აცილება? ამის შემდეგ რა მოგვივა? - ეს უმთავრესი კითხვებია, რომელიც „გასაოცარი დემოკრატიის“ პირობებში ჩატარებულმა არჩევნების შედეგებმა აჩვენა. ვიდრე ამ კითხვებს გავცემ პასუხს, გეტყვით, მე სერგო ვარ, ჩიხლაძე, ისანი-ვაზისუბნის მე-8 ოლქის მაჟორიტარობის დამარცხებული კანდიდატი. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს, რომლებმაც ამ უთანასწორო ბრძოლაში გამძლეობა და შემართება აჩვენეს. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე ქვეყანაში, როგორ ჩატარდება არჩევნები, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები უკვე გამოაქვეყნდა და გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. მე, როგორც დამარცხებული კანდიდატი, ვულოცავ ჩემს კონკურენტს გამარჯვებას.
სად ვართ ახლა? სადღაც წარსულში, რაც ქვეყნისთვის ძალიან მძიმეა, რომლის შედეგიც, სამწუხაროდ, არ დააყოვნებს. პროდასავლური ძალების ხელოვნურად მარგინალიზება ერთ-ერთ გამოუსწორებელ შეცდომად შეიძლება დავასახელოთ უახლესი საქართველოს ისტორიაში. ისეთ ფაზაში შევედით, რომელშიც ამ პრობლემების მოგვარებისთვის დიპლომატიური გზების გარდა "სხვა გზებზე'' ფიქრი და უბრალო ხსენებაც კი მხოლოდ სავალალო შედეგების მომტანია.
ვნახეთ დამარცხება, რომელიც პარტია „ახალი საქართველოსთვის“, მისი ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და პირადად ჩემთვის ავტომატურად, გამარჯვებისთვის ბრძოლის დაწყების სტიმულია. ერთი რამ ნათელია, ვიდრე ქვყანის ჩრდილოვანი მართვა არ დასრულდება, მუდმივად მივიღებთ ისეთსავე შედეგს, როგორიც ამჯერად მივიღეთ. მუდმივად მოვისმენთ გამარჯვების აღსანიშნავ ზეიმზე მადლობას არა ხალხის მისამართით, არამედ სწორედ ჩრდილოვანი მმართველის საამებლად. ზუსტად ისე, როგორც ახლა მოხდა, გამარჯვებული პარტიის ოფისის წინ, ცესკოს მიერ ხმების დათვლის დაწყებამდე გამართულ ზეიმზე.
პროდასავლურმა პოლიტიკოსებსა და პარტიებს შეცდომები მოგვივიდა, ესეც უნდა ვაღიაროთ. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოში პრორუსული ძალა ვერ და არ უნდა მოხვედრილილყო.
ჩვენს შეცდომებზე მსჯელობა დავასრულოთ იმით, რომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო ეს შეცდომები და რა შეფასებაც არ უნდა მივცეთ მათ, ფაქტია, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ხელისუფლებამ და მტრულად განწყობილმა მეზობელმა ქვეყანამ, რომელიც ცდილობდა და მომავალშიც ეცდება, პროდასავლური ძალები ხელის ერთი მოსმით წაშალოს ქართული პოლიტიკური დაფიდან. ხელისუფლების ხელშეწყობა კი 2012 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით კონტრპროდუქტიულად მოქმედებდა: მხოლოდ უღრმავებდა და უმტკიცებდა რწმენას პრურუსულად განწყობილ ადამიანებს.
პარადოქსია, მაგრამ ქვეყaaანას, რომელსაც აქვს „ოკუპაციის შესახებ კანონი“, რომელსაც აქვს „საბჭოთა სიმბოლიკის გამოქვეყნების შესახებ“ კანონი, არ აქვს კანონი, რომლითაც იმ ძალებს ქვეყნის კანონშემოქმედებაში მონაწილეობას აუკრძალავდა.
რაციონალურად მოაზროვნე ადამიანს შეიძლება იმისი დაჯერებაც გაუჭირდეს, რომ ამ ვითარებისა და "რეჟიმის ცვლილება'' შეიძლება. რა თქმა უნდა, შეიძლება, სწორედ ჩვენი შეცდომების გამოსწორების საფუძველზე. სწორედ ამომრჩეველთან მეტი კომუნიკაციით, მეტად დაწრმუნები იმაში, რომ ჩვენ ერვოპული ქვეყანა ვართ, ჩვენი შვილების მომავალი სწორედ ეს არის და არა, ის გზა, საითაც წასვლის ნიშნები სახეზე გვაქვს.
შემდეგ არჩევნებამდე საკმარისი დროა იმისთვის, რომ შეცდომები ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვასწოროთ. ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ წინ და იმედი ვიქონიოთ, რომ ქვეყნის მიერ უკან გადადგმული 6 ნაბიჯიდან, თითეული ნაბიჯი ერთი ათეულის ტოლი არ იქნება. პირობას ვაძლევ ჩვენს ამომრჩეველს და არა მარტო მათ, ვიბრძოლებთ ახალი საქართველოსთვის.
სერგო ჩიხლაძე, პარტია „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი; ისანი-ვაზისუბნის მე-8 ოლქის მაჟორიტარობის დამარცხებული კანდიდატი.