შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ პრეპარატ "რემდესივირის" კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანობის გამოცდას "კარგი ამბები მოჰყვა". ენტონი ფაუჩმა ამის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრაზე...
უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურმა ახლახანს სახელმწიფო ღალატში ბრალდებული გენერლის, შაიტანოვის აგენტი დააკავა. როგორც ირკვევა, მოღალატე გენერალი ვალერი შაიტანოვი წლების განმავლობაში რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობდა. მისი დაპატიმრების შემდეგ კი უკრაინელი სამართალდამცველები ამ საქმის კიდევ ერთ ფიგურა...
"რომპეტროლ საქართველო", მისი მფლობელი ჯგუფის KMG International Group-ის დახმარებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ორი თვის განმავლობაში საწვავით დაეხმარება. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, "რომპეტროლმა" ცენტრს 60 000 ლიტრის ოდენობი...
30 აპრილის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 17,627 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 8,728. ?? საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარე...
პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ, პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. ყურადღება გ...
ცხვრის სეზონურ საძოვრებზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტები 1 მაისიდან ამოქმედდება. ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფერმერებს საშუალება აქვთ, შეუფერხებლად ისარგებლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტ...
მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის ერთ-ერთი პირველი სექტორული განხილვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრაში, რომელიც ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობდა, სექტორის 70-ზე მეტი კომპანიის, მათ შორის, სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების, გიდების...
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად იმისთვის, რომ ძალიან მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში, საქართველოს ტურისტული ბაზარი იყოს უსაფრთხო და ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი კონტროლის პირობებში," - განაცხა...
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ -2.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 1.5 პროცენტით განისაზღვრა. "საქსტატის" ინფორმაციით, 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან...
2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 716.9 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია."საქსტატის" მონაცემებით, 2019 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (1 637) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-8 24...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ს...
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება. ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლები...
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით 2570-მდე სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის" 1800-ზე მეტმა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა მ...
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორც...