გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასთინ მაქენზი სმიტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ტვიტერის გვერდზე ეხმიანება:
"დღეს ისტორიული დღეა. კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი და პლურალისტული იქნება და მეტ ადამიანს ექნება საშუალება საქართველოს მომავლის შენებაში შეიტანოს წვლილი. ვულოცავ საქართველოს ხალხს, მათი ნება ურყევია", - წერს ბრიტანეთის ელჩი.