ამერიკელმა სამხედროებმა ისრაელის საწყობებიდან ამოიღეს საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის დაახლოებით 90 რაკეტა და გადაიტანეს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში, რომელიც აშშ-სა და ნატო-ს ქვეყნებისთვის უკრაინაში იარაღის მიწოდების მთავარ ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. "ეს არის იარაღის ყველაზე დიდი გადაზიდვა ისრაელიდან უკრაინაშ...
როდესაც მთავრობას და საზოგადოებას შორის კავშირი გაწყვეტილია, საჭიროა დემოკრატიული, ახალი არჩევნები, - ამის შესახებ ევროსაბჭოში ლატვიელმა მომხსენებელმა, ზანდა კალნინა-ლუკაშევიცამ. "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და მატულობს უპრეცედენტო სიჩქარით, ამას სჭირდება მკაფიო პასუხი და რეკომე...
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი მოამზადა. სანქციების პროექტი უკვე წარედგინა წევრი ქვეყნების მთავრობებს განსახილველად. როგორც იუწყებიან, მე-16 პაკეტი არ ითვალისწინებს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვის სრულ აკრძალვას. სხვა საკითხებთან ერთად, სანქციების მორიგი პაკეტი შეზუდვების ...
მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ. კოსტავას გამზირი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის ხალხისთვის დათმობას ითხოვენ. ასევე, უცვლელია უწყვეტი პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს უკანონოდ დაკავებული...
ამერიკული სანქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო. ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. 2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე მდინარე მტკვარზე (ესტაკადა) არსებული სახიდე გადასასვლელის გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოების წარმოების მიზნით, 2025...
საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე 30 იანვარს, 00:30-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, კოსტავას ქ. N27-დან N59-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს. აღ...
სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ლევან იოსელიანის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ეს შემთხვევა მთელი საზოგადოების...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 30 იანვარს სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა...
ის, რაც ნამდვილად გვაქვს უკვე ხელთ და წყალი არ გაუვა, არის ის, რომ ჩვენი უფლებამოსილება იქნება ცნობილი. დათქმებით, ნაკლები დათქმებით თუ დათქმების გარეშე, ეს გამოჩნდება რამდენიმე საათში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის დაწყებამდე გან...
"ქართული ოცნების" დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის [PACE-ს] მონიტორინგის კომიტეტის რეზოლუციის პროექტზე სამი შესწორება აქვთ დარეგისტრირებული. "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრები ითხოვენ ა...
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერშ ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა, რომ ევროსაბჭოს წევრებმა თეა წულუკიანს კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს. „გუშინდელი კომიტეტის სხდომა ძალიან მძიმე იყო ქალბატონი თეასთვის. გარდა სიცრუის ტირაჟირებისა, არ იცავდა...
სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოითხოვა. ინფორმაციას Reuters სირიულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 29 იანვარს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სირიის ახალ რეჟიმთან "მოკლე" საუბარი გამართეს. სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, რუსეთ...
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს ...
ინდოეთში, ქვეყნის უდიდეს რელიგიურ ფესტივალზე მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. დაშავებულია 90-ზე მეტი ადამიანი. არსებული ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. მედიის ინფორმაციით, მომლოცველთა დიდმა ჯგუფმა პოლიციის ბარიერების გადალახვა სცადა წმინდა ადგილას მისასვლელ...