რუსეთი და ჩინეთი ირანს სხვადასხვა გზით ეხმარებიან, მათ შორის „სამხედრო თანამშრომლობის“ გზით. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა. ამის შესახებ Politico წერს.
„ჩვენ წარსულში მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და ეს თანამშრომლობა დღემდე გრძელდება, მათ შორის სამხედრო სფეროში. ირანმა ამ ქვეყნებთან კარგი თანამშრომლობა განავითარა: პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროშიც კი“, - თქვა მან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანმა და რუსეთმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გააძლიერეს კავშირები. მაგალითად, თეირანი მოსკოვს Shahed-ის ტიპის დრონებით ამარაგებს, რომლებსაც რუსები უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების დროს იყენებენ.
გარდა ამისა, რუსები ამჟამად დამოუკიდებლად აწარმოებენ დრონებს, რომლებიც Shahed-ის უპილოტო საფრენ აპარატზეა დაფუძნებული.
ამასთან, 2021 წელს ირანმა ჩინეთთან 25-წლიანი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა.
ამ შეთანხმების ცენტრში ირანის ნავთობის დიდი რეზერვების ჩინეთის მომარაგებისთვის გაყიდვაა.
არაღჩი ჟურნალისტებთან საუბრისას ჰორმუზის სრუტის თემასაც შეეხო.
მისი თქმით, სრუტე დაკეტილია „ირანის მტრების“ ტანკერებისა და გემებისთვის.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე „სრულად არ არის დაკეტილი, არამედ მხოლოდ ამერიკული და ისრაელის გემებისა და ტანკერებისთვისაა მიუწვდომელი“.