ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებს ცეცხლი გაუხსნეს.
ორგანიზაციის ცნობით, ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალებს (UNIFIL) ცეცხლი სავარაუდოდ, არასახელმწიფოებრივი შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდა გაუხსნეს.
ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების (UNIFIL) ინფორმაციით, თავდასხმები იატარის, დაირ კიფასა და კალაკიას სამ ბაზაზე მოხდა.
ერთ-ერთ ასეთ ადგილას, სროლა სამშვიდობო ძალებიდან სულ რაღაც ხუთი მეტრის დაშორებით განხორციელდა. სამხედროები არ დაშავებულან.
UNIFIL 1978 წელს შეიქმნა ლიბანში საბრძოლო მოქმედებების მონიტორინგისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის მიზნით.