ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ მკაცრად დაგმო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებში ჩინურ ექსპორტზე ახალი 10-პროცენტიანი ტარიფების დაწესების შესახებ და განაცხადა, რომ იგი გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და დააწესებს შესაბამის კონტრზომებს. ამის შესახებ The Washington Post-ი და Reute...
კანადა და მექსიკა ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფებს აწესებენ. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ოტავა აწესებს საპასუხო 25-პროცენტიან ტარიფებს 155 მილიარდი კანადური დოლარის (106 მილიარდი აშშ დოლარი ან 103 მილიარდი ევრო) ღირებულების ამერიკულ იმპორტირებულ საქონელზე. 30 მილიარდი კანადური დოლ...
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულების თანახმად, 25-პროცენტიან ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და 10-პროცენტიან ტარიფები ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე. ამასთან, კანადიდან ენერგორესურს...
მწერალი, მთარგმნელი და პუბლიცისტი, ნაირა გელაშვილი გამოეხმაურა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას გამოეხმაურა. ნაირა გელაშვილი მზია ამაღლობელის სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვს. "როდემდე? როდემდე უნდა ტკბებოდეთ უდანაშაულო ადამიანის, შ...
პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის ძალების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, გრძელდება სამაშველო ოპერაცია. დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. მოხერხდა 22 ადამიანი გადარჩენა.
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტებმა სამი ხიდი გადაკეტეს. "სამი თვე - სამი ხიდი" - ასე ჰქვია სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ნოემბრის ტრაგედიის გამო ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას. აქციის მონაწილეები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკასირებას ითხოვენ ...
ადვოკატ ვალერი თევდორაძის ინფორმაციით, ჟურნალისტი და აქტივისტი მირიან ბერულავა სამტრედიაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც ადვოკატი წერს, პოლიციის თანამშრომლებმა შეურაცხყოფად მიიჩნიეს მირიანის ნათქვამი ფრაზა: "არ ვენდობი სისტემას". "ეს ჩათვალეს შეურაცხყოფად და შესაბ...
1-ელ თებერვალს რუსეთის ძალები თავს დაესხნენ პანსიონს რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს ნანგრევების ქვეშ 95 ადამიანია მოყლილი. ამის შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე დროებითი სამხედრო კომენდატურის პრეს-პფიცერი ოლექსი დმიტრაშკივსკი სოციალურ ქსლსი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. &bd...
ლოს-ანჯელესის გარეუბანში ხანძარი სრული კონტროლის ქვეშაა. ამის შესახებ ინფორმაციას კალიფორნიის სატყეო და ხანძარსაწინააღმდეგო დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, პასიფიკ-პალისეიდსა და იტონის რაიონებში ორი დიდი ხანძრის კერა 100%-ით ლოკალიზებულია. ხანძრის საერთო ფართობი 233 კვ. კმ იყო, რაც დაახლოებით 33 000 ფეხბურთის...
ილია ღლონტი თავისუფალია. მან პოლიციის მთავარი სამმართველო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც ღლონტმა გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, პოლიცია დაინტერესებული იყო სოციალურ ქსელში მისი გაზიარებული პოსტით. ღლონტმა განმარტა, რომ ჯგუფ "დაიტოვეში" ნიუსი ჰქონდა გაზიარებული ხვალ დაგეგმილ აქციასთან და...
გალერეა თბილისში მეორე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. უცნობია მისი მდგომარეობა.
ისაკო დევიძეზე, რომელიც დღეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციამ იძალადა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა. ტყეშელაძემ დაკავებული დიღმის პოლიციის იზოლატორში ცოტა ხნის წინ მოინახულა. მისივე ინფორმაციით, დევიძემ შიმშილობა დაიწყო "ისაკო დევიძესთან ქუჩაში გადაადგილების ...
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, რომ უკრაინაში წლის ბოლომდე, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ამის შესახებ კელოგმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. კელოგის თქმით, უ...
44 წლის კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში თვითდაზიანება მიიყენა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩხრეკასა და მათ დაკავებებს ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ეხმიანება. „ივანიშვილის სასტიკი და არალეგიტიმური რეჟიმი მამაც ქართველებს სახლებში უვარდება და თვითნებურ დაკავებებს ახორციელებს იმ მზარდ...