"ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი გათავისუფლდეს! ყველა მოსამართლე და პროკურორი, რომელიც მონაწილეობდა ამ სასტიკ რეპრესიაში, უნდა დაისაჯოს, - ამის შესახებ X-ზე წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი და რეჟიმის პატიმრების, მათი საქმის მოსამართლეებისა და პროკურორების სიას აქვეყნებს. ...
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყველაზე მეტად სჭირდება, რომ დაუბრუნდეს კვებას, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ...
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, 8 თებერვალს ტყვეთა მორიგი გაცვლა შედგა. „ჰამასმა“ ისრაელს სამი მძევალი გადასცა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები „წითელ ჯვარზე“ დაყრდნობით ავრცელებს. „წითელი ჯვრის“ მონა...
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ ჩქარობს ღაზის დაუფლებისა და აღდგენის გეგმის განხორციელებას და პარალელურად პალესტინელების სხვა ქვეყნებში გადასახლებას. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ტრამპმა არაერთხელ გააჟღერა იდეა, რომ ეგვიპ...
"ქართული ოცნება" ცდილობს, ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვიოს - ამის შესახებ მერიკული უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ, რეიჩელ დენბერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. “მნიშვნე...
თბილისში საზოგადოებრივი ასამბლეა დაფუძნდა, რომელიც 3 000 ადამიანს აერთიანებს. ყრილობა ამ წუთებში მიმდინარეობს. "დღეს, როგორც არასდროს, საზოგადოებას აქვს კრიზისის გადაჭრის პასუხისმგებლობა. ისტორია გვასწავლის, რომ ერთიანობით შეგვიძლია ცვლილებების მოტანა. 1917 წლის ეროვნული ყრილობის მსგავსად, საზოგადოებრივი ა...
უცხოელ აგენტებს აქვთ მიღებული ახალი დავალება, რომ შექმნან ნეგატიური აღქმები ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ სტაბილურად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წლევანდელი წელიც იქნება ძალიან წარმატებული ეკონომიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. მისივე თქმ...
უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება FARA-ს კანონის შერბილებას, აქ შეიძლება ერიოს Deep State-ის ხელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა. "თქვენ იცით, რომ ჩვენ შარშან მიიღეთ ამერიკული FARA-ს რბი...
გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს, პარტიულ დაფინანსებას, დეპუტატების დაფინანსებას, სკამები პარლამენტში, თუმცა მე მაინც მინდა, იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 „ნაციონალიც“ არ დარჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგ...
პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით. არც კონკრეტულად ბრალდებულის, არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება, ვიღაცამ სცადოს, ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოს წარმომადგენ...
8 თებერვალს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ახალი ერა იწყება. დღეიდან, დათქმულ ვადაზე 10 თვით ადრე, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი საბოლოოდ გამოეთიშებიან რუსეთის ენერგოსისტემას. ამასთან, ამ ქვეყნებმა უკვე დაასრულეს მზადება ევროკავშირის ენერგოსისტემასთან დასაკავშირებლად. ...
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი განკარგულებით საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდება აშშ-ის 46-ე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ტრამპის თქმით, "არ არის საჭირო, ჯო ბაიდენს ჰქონდეს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა". "შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაუქმებთ ჯო ბაიდენის წვდომას და ვწყვ...
მუშაობა უნდა გავაგრძელო და კიდევ მეტი გავიტანო ამ საოცარი გუნდისთვის, - ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, საფეხბურთო კლუბ „მონაკოსთან“ მატჩის შემდეგ, სადაც მან პირველი გოლი გაიტანა, „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. „ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით...
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ კარლ ნიკოლსმა შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომელთა უმეტესობის ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვებას. მოსამართლის მიერ ამ განკარგულების შეჩერება დროებითი ღონისძიებაა, რაც საჭიროა იმისთვ...