აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ნავთობზე კონტროლის დამყარებას ვაშინგტონი ერთ-ერთ ვარიანტიად განიხილავს. ამის შესახებ Financial Times იუწყება.
„ეს ერთ-ერთი ვარიანტია. მე ამაზე არ ვისაუბრებდი, მაგრამ ეს ერთ-ერთი ვარიანტია“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე გაიხსენა ვენესუელას მზადყოფნა, ითანამშრომლოს აშშ-სთან ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებით.
ვაშინგტონში ხარგის კუნძულის დაკავებას, სადაც ირანის ნავთობის 90 პროცენტი ტანკერებზე იტვირთება, ომის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში ირანის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის საშუალებად მიიჩნევენ.