აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ნატო-ელი მოკავშირეები, რომ მათ თითქოს არ სურთ ვაშინგტონის დახმარება ირანის წინააღმდეგ ომში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაციის დაწყებამდე უნდა გაეკეთებინათ.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მინისტრთან კაბინეტის სხდომის დაწყებადე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამერიკის პრეზიდენტმა ნატო-ს მიმართ იმედგაცრუება გამოთქვა, რადგან მისი თქმით, ალიანსმა „აბსოლუტურად არაფერი“ გააკეთა აშშ-ს დასახმარებლად ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებში.
ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 25 წლის წინ, მან თითქოს ნატო-ს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.
„25 წლის წინ ვთქვი, რომ ნატო ქაღალდის ვეფხვია, მაგრამ რაც მთავარია, ისინი საკუთარ თავს დაეხმარებიან, მაგრამ ჩვენ არასდროს დაგვეხმარებიან... ისინი ჩვენს დასახმარებლად არ მოვიდნენ და ახლა ყველას სურს დახმარება, როდესაც ისინი (ირანელები) განადგურებულები არიან“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მოკავშირეებს დახმარება ახლო აღმოსავლეთში ოპერაციის დაწყებისთანავე, ან თუნდაც მანამდე უნდა შეეთავაზებინათ.
„მათ სინამდვილეში რამდენიმე განცხადება გააკეთეს, რომ ომში მის დასრულების შემდეგ ჩაერთვება. „არა, მონაწილეობა ომის დასაწყისში უნდა მიიღოთ ან მის დაწყებამდეც კი ბრიტანეთმა სამი კვირის წინ განაცხადა, რომ თავის ავიამზიდებს გამოგზავნიდა, რომლებიც, სხვათა შორის, საუკეთესო არ არის. სათამაშოებია ჩვენს ავიამზიდებთან შედარებით“, - განაცხადა ტრამპმა.