საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის პირველ მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელს დაუპირისპირდა – შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
36-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
54-ე წუთზე მეორე გოლი კვლავ კვარაცხელიამ გაიტანა – 2:0.
ორბურთიანი უპირატესობა ქართველმა ფეხბურთელებმა მალე გაანიავეს. 61-ე წუთზე ანგარიში გაი მიზრაჰიმ შეამცირა, ხოლო ომრი განდელმანმა სამ წუთში წონასწორობა აღადგინა.
მარტის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩს 29 მარტს გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი კაუნასში ლიეტუვის წინააღმდეგ ითამაშებს.
ფოტო: ეროვნული ნაკრები