სამგორის რაიონში მატარებლის ვაგონს ხანძარი გაუჩნდა. როგორც საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები. ...
ძალიან უხერხულია საუბარი, თითქოს ჯანდაცვის სამინისტრო აპლიკაციის ფორმას სწორად ვერ ავსებს - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ "საქართველომ ვაქცინის მისაღებად მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა". გაბუნიას განმარტებ...
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "ასტრაზენეკას" პირველი დოზები საქართველოში ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა. თუმცა, მისივე განცხადებით, რა დოზებზეა კონკრეტულად საუბარი, ჯერ დაზუსტებული არ არის. "ასტრაზენეკას" ქვეყანაში შემოსატანა...
თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე N101 საბავშვო ბაღი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა, კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელთან და საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარესთან ერთად გახსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ათჯგუფიანი...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან მიდის. გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს შორის კონსტრუქციული ურთიერთობაა და არანაირი დაპირისპირება...
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოტანის შეფერხება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას არანაირად არ უკავშირდება. თამარ გაბუნიას თქმით, "კოვაქსმა" საქართველოს აცნობა, რომ "ფაიზერმა" დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა.&...
თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულები დღეიდან მკითხველისთვის და დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. მუნიციპალური ბიბლიოთეკები და მედიათეკები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, სრული დატვირთვით იმუშავებენ. ვარკეთილისა და ნაძალადევის მედიათეკები იმუ...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. შარლ მიშელმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო, თავად ენახა საოკუპაციო ხაზთან არსებული სიტუაცია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს სუვერ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.შ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლებ...
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე პ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პ.მ.-მ სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის გეგმა. ექსპლუატაციის მიზნით, მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულ არასრულწლოვან შვილს, ...
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინაციის თემაზე ბრიფინგს გამართავს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. "დღეს, 1 მარტს, 14:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია COVID ვაქცინაციის თემაზე ბრიფინგს გამართავს", - ნათქვამია გავრცელე...
1 მარტიდან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ოთხი სექცია ამოქმედდა: 1. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ მატნიდან სოფელ დუისამდე (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ); 2. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ დუისიდან სოფელ...
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა 5-ვე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი, - პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა. მისი თქმით, საქმეზე სასამართლო განხილვები უკვე დასკვნით ეტაპზეა და სავარაუდოდ, მოსამართლე დანაშაულზე განაჩენს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. "წინა პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი ...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 - 4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. 3 - 4 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 5 მარტს ქვეყნის ტერიტორიის...
ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა შარლ მიშელთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის ოკუპაციასა და გლობალურ პანდემიაზე. "ძალიან მნ...